შობა ახლოვდება ^_^
და თუ შეიძლება, არ თქვათ რომ პოლიტიკური საკითხი არ არის, შეიძლება ბევრ პოლიტიკურ საკითხზე მეტად პოლიტიკურია

გამოკითხვაც საინტერესოა, ახლანდელი მოცემულობით რა პოზიციაზეა ხალხი.
„უკრაინის ახალი ეკლესიის წინამძღოლს შობის აღნიშვნა 25 დეკემბერს სურს
უკრაინის ახალი, დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი ეპიფანე დუმენკო აპირებს განუმარტოს და დაუმტკიცოს უკრაინელ ხალხს, თუ რატომ უნდა აღინიშნოს ქრისტეშობის დღესასწაული 25 დეკემბერს.
ეპიფანემ არ გამორიცხა, რომ ახალი საეკლესიო სტრუქტურა თანდათანობით გადავა ახალ კალენდარულ სტილზე. ამის შესახებ მან 16 დეკემბერს განაცხადა. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.
როგორც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი აცხადებს, მისი პირველი ნაბიჯები მიმართული იქნება გაერთიანებისკენ და არა განცალკევებისკენ.
“თუკი 7 იანვრიდან 25 დეკემბერს გადავიტანთ შობის აღნიშნვას, უკრაინელი ხალხი ამას ვერ მიიღებს. საჭიროა განვუმარტოთ, დავუმტკიცოთ. როდესაც ადამიანები გაიგებენ, რომ ეს არ არის დოგმა, ეს უბრალოდ თარიღია, მაშინ შესაძლოა ამის გაკეთება და გადაწყვეტილების მიღება”.
2017 წელს უკრაინის უმაღლესმა რადამ 25 დეკემბერი არასამუშაო დღედ გამოაცხადა.
მედიის ცნობით, 6 იანვარს სწორედ ეპიფანე უნდა გაემგზავროს სტამბოლში, სადაც კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქი მას ავტოკეფალიის თომოსს გადასცემს. ეს იქნება უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების დამაგვირგვინებელი პროცედურა.
http://netgazeti.ge/news/330069/?fbclid=Iw...zNII4H1ECT64„