#53965475 · 21 Dec 2018, 23:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რაღაც ###ობა ხდება ჩემს თავს, რაღაც მემართება და ვერ ვაკონტროლებ. ზედმენტმა სოციალურობამ, და ხალხში ყოფნამ გამომაყლევა მგონი. სულ ახლახა, ლენას ნეკა თითი დავხატე და თემაში დავუდე. ადრე ასეთ საქციელზე არც ვიფიქრებდი, არათუ სინდისის გრძნობა არ შემაწუხებდა და კითხვა ხომ მითუმეტეს არ გამიჩნდებოდა, ნეტა ხომ არ ეწყინებოდა. ახლა კიდევ, რაც ეგ ვკენი, ცუდად ვიგრძენი თავი, და ვხვდები რატომაც.
გარეთ ხალხს რომ ვუყურებ, ვხედავ როგორ არეგულირებს საზოგადოება ამგვარ ადამიანებს, გარიყვითა და ზიზღით, შენც იძულებულს გხდის შეიცვალო და გახდე ისეთი როგორიც მათ უნდათ, მე კიდევ მგონი მსხვერპლი ვარ ამ ყველაფრის.
შეიძლება კარგისკენაც ვიცვლები, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, იმის განცდა რომ რაღაცას ვემორჩილები, თავისუფლების განცდას მიკარგავს და მსტრესავს, მაგრამ არა ისე როგორც ის, რომ გარეთ ვერავინ მიტანდეს.
მოკლედ დილემაა ასეთი, და ამ დილემის წინაშე თუ თქვენც დგახართ, რომელს ირჩევთ, უფრო მეტ სულიერ ტკივილს რომელიც განიჭებთ, იმ საქციელს უარყოფთ, თუ აქვს რამე სხვა მინუსები ამ ორიდან ერთ-ერთს რომელიც ასე ცალსახად არ ჩანს, მაგრამ არსებობს და მე ვერ ვამჩნევ.
|