პირველ რიგშ ბოდიში თუ არასწორად გავხსენი თემა..
მოკლედ, ასეთი სიტუაციაა: ჩემ ახლობელს ქონდა ონლაინ სესხი 200 ლარი აღებული 2014 წელს და არ გადაუხდია..
1 თვის წინ მიიღო შეტყობინება, რომ ამ კომპანიის მოთხოვნით (რაღაც გამარტივებული წარმოებით) დაუყადაღეს ბანკის ანგარიშები და ჯარიმებით 4 000 ლარამდე დააკისრეს.
მივიდა აღსრულებაშ და ნუ მიაღწია იმას, რომ 50% მაინც დაუტოვონ ხელფასიდან მაგრამ ნუ, ხელფასი იმდენი აქვს, რომ 50% გზაზეც არ ეყოფა

ანუ გამოდის, რომ 200 ლარიანი სესხი, რომელიც ხანდაზმული იყო ჯარიმებით ავიდა 4 ათას ლარამდე და ახლა ადევს ანგარიშებს ყადაღა.
ამიტომ მაინტერესებს, როგორ მოვიქცეთ?
ეს კომპანია დიდი ხანია არ მუშაობს ანუ აღარ გასცემს სესხებს და კონტაქტზე ამბობს უარს.. ანუ ვერ მიხვალ, ვერ დაელაპარაკები, იმალებიან

იქნებ მირჩოთ, როგორ მოვიქცე და მოვთხოვო ყადაღის ახსნა ხანდაზმულობის გამო?
ან იქნებ ცოტა იაფიანი და ამ სფეროში მომუშავე ადვოკატის საკონტაქტო მაინც მომცეთ, რომ ამოაძვრინოს მიწიდან და ვუჩივლოთ

P.S ამ კომპანიამ ბოლო თვეებშ ბევრს გაუკეთა ასე.. წლობით დაკარგული იყო, უცებ გააქტიურდ ა და აყადაღებს ყველას

დამეხმარეთ, რომ დავეხმარო რამით ამ ადამიანს რა