JORJ1
Users Awaiting Email Confirmatio

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3767
წევრი No.: 224280
რეგისტრ.: 24-September 16
|
#53970821 · 23 Dec 2018, 12:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პოლიმათი
ჰელოუ...
ნება მომეცი, რაღაცებში არ დაგეთანხმო. რაღაც ეტაპზე შეიძლება გყავდეს ადამიანი, რომელთანაც უბრალოდ წევხარ, მერე შეიძლება შეხვდე ვინმე შენთვის საინტერესოს...ხანდახან ყველაფერს Eჩვევი იცი..
თუ ადამიანთან უბრალოდ წევხარ და მხოლოდ სექსისა და გართობისათვის ხარ, მაშინ კი ბატონო, მაგრამ ამას თუ პირდაპირ არ ამბობ, მიანიშნო უნდა მაინც.
როდესაც იმავე ჩემს შემთხვევაში გოგო მომავალი წლის მოგზაურობებს გეგმავს და წავიდეთ ოჯახს გაგაცნობო ამბობს, მე მგონი აპრიორი იგულისხმება, რომ ცოტა სხვა ტიპის ურთიერთობებით არის დაინტერესებული ვიდრე უბრალოდ გართობა და სექსუალური ჟინის დაკმაყოფილება. აუცილებელი არაა ეს საბოლოო ჯამში დანიშვნით ან/და დაქორწინებით დამთავრდეს, რათქმა უნდა, მაგრამ გარკვეულწილად იმას მაინც ნიშნავს, რომ ცოტა სხვანაირი ურთიერთობის საფუძველს ქმნი.
QUOTE ერთგან დავწერე ფბზე ადრე, რომ სექსი არ ტეხავს, და რა ხდებოდა ჩემს პმ ში, ვერ აღგიწერ...როცა რეალურად მე ჩემს თავს არავის ვთავაზობ...ავდექი და გავაუქმე ის პროფილი..
ადამიანს, რომელსაც ჰგონია რომ ჩვეულებრივი ბუნებრივი მოთხოვნილება - სექსი ტეხავს ან საერთოდ სამარცხვინოა, აი რა ვიცი, რა უნდა ვუთხრა. მასეთი ტიპები მეორე უკიდურესობას წარმოადგენენ და სიტუაციას კიდევ უფრო ამღვრევენ თავიანთი ზედმეტი ვითომ კდემამოსილებით.facepalm.gif
QUOTE ეგრე წინასწარ ნუ იტყვი, რომ ეს გოგო ამისთვისაა, ის იმისთვის...ნუ მე ვიცი, ჩემზე რასაც ფიქრობენ ხოლმე...ხანხახან ეს მაცინებს, ხან ზიზღს მგვრის, ხან სევდას...ხო არ ვიტყუები, არც ვაბოლებ ვინმეს, არც ვაძალებ საკუთარ თავს
მასე გოგოების მკაცრი კატეგორიზაცია მე არ ვიცი.
მე უბრალოდ იმას ვამბობ, რომ გოგოსთან რომელსაც ვთქვათ 50 პარტნიორი ჰყავდა, გრძელვადიანი ურთიერთობის აწყობა გაჭირდება სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზის გამო, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება ძალიან კარგადაც გამოვიდეს.
იმავე ჩემს უკომპლექსო ყოფილის შემთხვევა ავიღოთ - ახალგაზრდა იყო და უკვე საკმაოდ გამოცდილი იყო სექსუალურად, მაგრამ ჩემთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენდა და მთელი სერიოზულობით მზად ვიყავი მასთან გრძელვადიანი ურთიერთობა ამეწყო, მემოგზაურა, ოჯახიც გამეცნო თუ საჭირო იქნებოდა. მე ადამიანს ყოველთვის ვაძლევ შანსს, სხვანაირად არც გამომდის. ისიც ისე იქცეოდა თითქოს სწორედ ამით იყო დაინტერესებული და უცებ - ჰოპ- მოდის მესიჯი და ყველაფერი დამთავრებულია თურმე. სრულიად არსაიდან, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. ბუნებრივია, სულ მცირე, ადამიანი გულდაწყვეტილი რჩება.
ის რომ არ იტყუები და არავის აბოლებ, აი მარტო მაგით უკვე ბევრ ქართველ გოგოს სჯობიხარ. მე არაერთხელ გამიტეხეს გული, მაგრამ რომანტიკულ ურთიერთობებში მოტყუებასა და დაბოლებას არ ვაპირებ არავითარ შემთხვევაში მარტო იმის გამო, რომ წინა ისტორიები წარუმატებლად დამთავრდა.
masha QUOTE რომელი ერთი მაყუთა აქ ჩამოვა, სასაცილოა რა, ისეთივე მათხოვრები ჩამოდიან აქ- საკუთარ ქვეყანაში ვერაფერი რომ ვერ გააკეთეს. რა ზღაპრებს იგონებთ რა, მართლა-გაიარეთ რა გადახედეთ მაგ თურქებს, არაბებს და ინდოელებს, რა შეამჩნიეთ მაგათ ფული ჰქონდეთ?
რა ვქნა, როგორ აგიხსნა, როგორ დავწერო? ვინც აღმაშენებელზე დადის იმათი აბსოლუტური უმრავლესობა არის ტურისტი. ვინც მდიდარია და აქ სექს-ტურიზმისთვისაა ჩამოსული, იგი ძვირფასი დაქირავებული ავტომობილით გადაადგილდება თბილისის ერთი ელიტარული კლუბიდან მეორეში და მასე მარტივი შესამჩნევიც არ არის. პლიუს ბოდიში და სახეზე ამჩნევთ ვის რამდენი ქონება აქვს? ყველა მდიდარი უკლებლივ ერმენეგილდო ზენიას კოსტიუმებში არ არის გამოწყობილი 24 საათი დღეში და 7 დღე კვირაში.
NinjaRacer QUOTE იმოტომ რომ მიუხედავად ყველაფერისა. განსაკუთრებულია ძალიან. დარწმუნებული ვარ რომ მსოფლიოში არავინ არ არის ეგეთი მეორე. არ არსებობს. უბრალოდ ვიცი რო ეგრეა და ამიტომაც ვიბრძოდი ეგრე არაფრისთვის არ მიბრძოლია ამდენი არასდროს. რო დამჭირდეს ნახევარ დედამიწას ამომვჟუჟავდი მაგის გამო.
მისმინე, ერთ რამეს დავწერ. ვიცი არ მოგეწონება, მაგრამ მაინც.
ეგ გოგო დაივიწყე, რაც არ უნდა უნიკალური ყოფილიყო, გარანტიას გაძლევ აი ახლა არათუ მსოფლიოში, არამედ საქართველოში დადის მასზე ათასჯერ უკეთესი გოგო. ყოფილი შეყვარებულის გამო გაგიჟება და მის "სოულმეითად" გადაქცევა არის ე.წ. Oneitis ანუ მცდარი რწმენა იმაში რომ მაგ გოგოს ვერავინ ვერასოდეს ვერ ჩაანაცვლებს. უნდა გათავისუფლდე მაგ აზრისაგან, თორემ მთლიან ცხოვრებას ჩაგიშხამავს. მას უკვე შენ ვერანაირად ვერ დაიბრუნებ და რომც დაიბრუნო, მართლა დაფიქრდი, აი რაციონალურად, გინდა მასეთ გოგოსთან ურთიერთობა? გოგოსთან, რომელმაც ამხელა ტკივილი და შეურაცხყოფა მოგაყენა? შენი სახელი და თავმოყვარეობა ლაფში ამოსვარა? ღირს ეგ გოგო მაგად? მეეჭვება.
ketuketo QUOTE ქართველ კაცებს უყვართ დამპლური თამაშების მოყვარული ქალები და გარწმუნებ, დამპლური თამაშით და იგნორით უფრო მომიგია, ვიდრე უბრალობით და გულწრფელობით.
ქართულ ცეკვას რომ შეხედო, ისიც კი ეგეთია, გაიქცა, გაეკიდა, აწვალა )))))))
ბიჭს გააჩნია. ვიღაც უსაქმური გოჩა, რომელსაც სამუშაო არ აქვს, ევროპაში გახიზნული დედიკოს გადმორიცხვებით რომ საზრდოობს და მთელი დღე ბმვ-ზე "გონკაობის" მეტს არაფერს რომ არ აკეთებს, იმას აქვს დრო რომ მის დარ გოგონას ეს დამპლური თამაშები ეთამაშოს. მეტი იგი არც არაფერს აკეთებს. გოგოს კი ამდენი ყურადღება ბუნებრივია სიამოვნებს.
ბიჭებს რომლებსაც სამუშაოც აქვთ და გატაცებებიც, ელემენტარულად არც დრო არ აქვთ ეს დამპლური თამაშები რომ ითამაშონ და არც ნერვები. ისევ გულწრფელობა, უშუალობა და პირდაპირობა სჯობია შენთვის ესოდენ ძვირფასი დროის დაკარგვას.
QUOTE როცა სჭირდებოდა, არ აღმიქვა ადამიანად...კარგი მეთქი ეგრე არ გინდა..აბაროტის აღება არ მევასება საერთოდ, მაგრამ მაგას ეკუთვნოდა...ტიპს რა დაემართა იცი? ხოხავდა, მეხვეწებოდა...ავდექი და დავიკიდე...კუზიანს სამარე გაასწორებს მარტო
აი გოგოებიცა და ბიჭებიც ვთამაშობთ ამ უაზრო თამაშებს. გოგოც და ბიჭიც ცდილობს ისე მოაჩვენოს თავი თითქოს დაინტერესებული არ არის, არადა სინამდვილეში აფრენს საპირისპირო სქესის წარმომადგენელზე. ქვეყანაში სადაც თითოეული დღე ლამის გადარჩენისათვის ბრძოლაა და ადამიანთან ღრმა, აზრიანი ურთიერთობისათვის ფაქტობრივად წამებია დარჩენილი, რატომ უნდა ვხარჯოთ დრო ამ უაზრო თამაშებში?! არ მესმის უბრალოდ ამ სისულელეების აზრი და მომკალით თუ გინდათ.
ketuketo QUOTE გეხვეწები ისედაც ბევრი მაცინე და მეტი კომედია აღარ გვინდა, რა...კვერცხუჯრედი როგორც რესურსი მოკლევადიანი ბიოლოგიური საათის გამო უფრო ძვირად ფასობს? ვა მაშინ გვქონია თავის დაფასების საბაბი ხომ იცი ))))))) და თანაც შთამომავლობის გაგრძელების ინსტიქტით ყველა მდედრი არაა აღძრული... ენაცვალე ქეთევანს, ქეთევანს რა ენაღვლება )))))
ევოლუციური ფსიქოლოგია ჰქვია მაგას და რბილად რომ ვთქვათ მაინცდამაინც მეცნიერულად გამყარებული არ არის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუ ყველაფერი შთამომავლობის გაგრძელებაზე დადის, მაშინ მამაკაციც დაინტერესებული უნდა იყოს არა იმაში რომ რაც შეიძლება ბევრ ქალთან ჰქონდეს უაზრო სექსი და მერე მიაგდოს, არამედ თავის მიერ დაორსულებულ ქალს დაეხმაროს და შვილი აღზარდოს, თორემ სხვა შემთხვევაში მტაცებლის ლუკმა გახდება ეს ბავშვიცა და დედამისიც და ფაფუ მისი შთამომავლობაც. ამიტომ ასეთი თეორიები უფრო ფსევდომეცნიერულ ხასიათს ატარებს.
პლასტმასისბურგერი QUOTE ერთ საღამოს წვეულებაზე გავიცანი ჩემი მეგობრის (გოგოა) დაქალი, რომელიც მომეწონა და ასევე მასაც მოვეწონე. ნუ მეორე დღეს ფბ-ზე დავამატე, ავაწყვე კომუნიკაცია და სადღაც 2-3 დღეში დავპატიჟე ყავაზე. არ გამოვიდა. რაღაც სისულელე მიზეზი მოიგონა. ცოტა ხნის მერე ისევ მივწერე, ისევ დავპატიჟე. ამჯერადაც არ გამოვიდა. ისევ სისულელე მიზეზი. ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ დარწმუნებული ვიყავი, რომ მასაც მოვეწონე. ორი შეთავაზების მერე უარი რადგანაც მივიღე აბსოლუტურად დავიკიდე ეს გოგო.
ამ იგნორის მერე, მწერს მისი დაქალი (ვისგანაც გავიცანი) და მეუბნება რატო დაიკიდე თუ მოგწონს მიწერე არ გეგონოს რომ აწუხებ ან რამე ეგეთიო. ერთი 5-6ჯერ დაპატიჟე სადმე და უეჭველი გამოგყვება ვიციო.
წარმოიდგინეთ რამხელა ინვესტიციების ჩადებას არიან შეჩვეულები. ქართველი გოგოები ,,გაფუჭებული" არიან ბანძი ქართველი ბიჭებით + სოციუმით
თუნდაც საშუალოზე ოდნავ უფრო ლამაზ გოგოს საქართველოში ხშირად ყოველდღიურად ან შეიძლება დღეში რამდენჯერმე მოსდის მესიჯები ქართველი ბიჭებისგან. არ დაგვავიწყდეს, რომ 20 ათასით მეტი ბიჭია ვიდრე გოგო საქართველოში. მაგათ ბოლოს დროს კიდევ დაემატა ახლო აღმოსავლეთიდან - არაბეთიდან, ირანიდან, თურქეთიდან და რა ვიცი კიდევ საიდან- სექსზე დახამებული მუსულმანი ბიჭების მესიჯებიც და მაგათი ზღვარგადასული, ხშირად ფანატიზმში გადასული ყურადღებაც.
რა თქმა უნდა, სრულიად ლოგიკურია რომ ქართველ გოგოს ეს ყველაფერი თავში უვარდება და ჰოლივუდის მეგავარსკვლავი ჰგონია საკუთარი თავი. ამაში ნაწილობრივ ის უთავმოყვარეო სასოწარკვეთილი ქართველი ბიჭების ბრალიცაა, რომელიც ათწუთიანი სექსის გამო (მეტი ინტერესი უმრავლესობას სამწუხაროდ არც აქვს) ყველაფერზე არიან წამსვლელები.
მე პირადად ელემენტარულად არც ენერგია მაქვს და არც დრო, რომ მაგდენი "ინვესტიცია" ჩავდო მასეთ გოგოებში. შეიძლება ხვალ ან ზეგ ან მეტროს ჭერი დამეცეს თავში ან ვიღაც ბმვ-იანმა #### გამიტანოს შუა ქუჩაში ან რა ვიცი კიდევ რა მომივიდეს და რისგან მოვკვდე ამ ჯოჯოხეთში.
ყოველი წამი ძვირფასია და ერთი თვე ვემესიჯო ვიღაც გულნაზას იმ იმედით, რომ მერე შეიძლება ყურადღება მომაქციოს და ორ თვეში საპასუხო მესიჯი გამომიგზავნოს , რომელიც შეიძლება ან არაფერს ნიშვანვდეს ან "რაღაცას". უბრალოდ სასაცილოა. სად მაქვს მაგდენი დრო და ნერვები.
ბევრს როგორც ჩანს აქვს და თან ბევრიც. facepalm.gif
--------------------
Sometimes, I think inside of me are two souls,with different minds,aims,thoughts,feelings,pain. And sometimes there is war between those two. __________________________
NOTHING IS PERMANENT
|