სანამ ულვაშა და ძიალოგა გაბედავების ვაჩნაძეების კაკაბაძეების თანხლებით ქვეყნის შიდა პოლიტიკას დომინირებენ ქვეყნის გარეთ ამასობაში სერიოზული საქმეები კეთდება!
ცრუსთავი ორი და უიმედობა რა თქმა უნდა ასეთ პოზიტიურ ნიუსს არ გააშუქებენ ორივე მხარეს წინასააჩევნოდ დავალებული აქვს მარტო ერთი რამ - მეორე მხარის ლანძღვა და გინება
საქართველოსა და გერმანიას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდასაქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველო-გერმანიის სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი
იზორიას განცხადებით:
“პირველად ჩვენი თანამშრომლობის ისტორიაში ხელი მოეწერა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას, სადაც ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა კვლავაც მხარს დაუჭერს ნატოს ღია კარის პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებაში და ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს გასაწევრიანებლად მაქსიმუმს გააკეთებს,“
„გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის ფედერალურ სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაში“ გაწერილი მიმართულებები საქართველოს ალიანსში გასაწევრიანებლად დაეხმარება და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს განსაზღვრავს.
გერმანიის თავდაცვის ფედერალურ სამინისტროში კოლეგებმა - ლევან იზორიამ და ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოსა და გერმანიას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ იმსჯელეს და ახალი მიმართულებებიც გამოკვეთეს.
ლევან იზორიამ სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები ასევე განიხილა ბუნდესვერის თავდაცვის შტაბის უფროსთან, გენერალ ებერჰარდ ცორნთან, გერმანიის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან ვოლფგანგ ჰელმიხთან და კანცლერის მრჩეველთან თავდაცვის საკითხებში, ფლოტილიის ადმირალთან ალექს დეერცთან.
https://mod.gov.ge/ge/news/read/7004/saqart...nxmeba-gaformda აღსანიშნავია რომ 14 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია იმყოფებოდა საფრანგეთში ორგანიზებულ სამმხრივ პოლიტიკურ კონსულტაციებზე რომელშიც ჩართული არიან საფრანგეთი გერმანია და საქართველო
http://georgiatoday.ge/news/13250/Georgian...nce-%26-Germanyპირადი აზრები:
შემთხვევითი არაა რომ ეს ორი ქვეყანა დაფაცურდა მოულოდნელად სწორედ საფრანგეთი და გერმანია იყვნენ ვინც 2008 წელს ნატოს ბუქარესტის სამიტზე მაპი დაგვიბლოკეს და რუსეთს მწვანე აუნთეს ამგვარად
როგორც ჩანს 10 წელი დაჭირდათ და უკრაინის გაპარტახების ყურება იმად რომ გაეაზრებინათ რა შეცდომა დაუშვეს 2008-ში და ახლა ცდილობენ შეცდომები გამოასწორონ თუმცა წესითა და რიგითა და ლოგიკით ამ ყველაფერში ბრიტანეთიც უნდა მონაწილეობდეს სწორედ ბრიტანეთი იყო ლიდერი ჩვენთვის მაპის არ მოცემაში და საფრანგეთ-გერმანიამ უბრალოდ თავი დაუკრეს მაგრამ როგორც ჩანს ბრიტანეთს მაგრად კიდია ევროპაც მისი უსაფრთხოებაც და საქართველოც მასე იყო ყოველთვის რესურსების წოვის გარდა ბირატენთს არაფერი აინტერესებდა მასე იქცევიან მუდმივად როცა საფრთხეს გრძნობენ გარბიან ბრექსიტიც სხვა მეტი არაფერია
თუმცა საფრანგეთმა და გერმანიამ იმედია როგორც მინიმუმ ის გაიაზრეს რომ 2008-ში დიდი შეცდომა დაუშვეს და როგორც მაქსიმუმ ის გაიაზრეს რომ ბრიტანელების იმედზე არ უნდა იყო