კომპი არის აწყობილი DELL-ის ბრენდ დედაპლატაზე, რომელსაც წინა LED პანელის შტეკერი აქვს არასტანდარტული, ამის გამო ჩართვის და რესეტის დროს F1-ის დაჭერა სჭირდება რომ სისტემა ჩაიტვირთოს, სხვა მხრივ მუშაობს ხოშიანად, წინა USB და AUDIO პორტები სტანდარტული აქვს, ასევე აქვს HDMI და VGA მონიტორის გამოსასვლელები ინტეგრირებული ვიდეოსთვის, უკანა პლანკაც აქვს დაყენებული
პროცესორს უყენია ასევე DELL-ის ქულერი ვინტებზე, ნორმალურად აგრილებს მეტი არ სჭირდება ამ პროცს
მეხსიერება დგას GEIL BLACK DRAGON 2X4GB 1866MHz წითელი LED განათებით (რადიატორის გარეშე), თუმცა ამ დედაპლატაზე მუშაობს 1600MHz ქარხნულ სიხშირეზე (1866MHz მხოლოდ Z და P სერიის პლატებზე ირთვება XMP პროფილით)
SSD არის OCZ-ის ცოტა ძველი მოდელი 3.5" ზომის და 90GB მოცულობით, თუმცა ნამუშევარი აქვს 5-6 თვე მხოლოდ და იდეალურ მდგომარეობაშია, ცოტა აქვს ჩაწერილი (500GB-მდე დაახლოებით, აქედან 50GB მე ჩავწერე ახალი სისტემის და თამაშების ინსტალაციის დროს)
ვიდეოკარტა არის EVGA GTX770 2GB FTW ეს არის ფაქტიურად TOP ვერსია (4GB მოდელს თუ არ ჩავთვლით), ნებისმიერ თამაშს ქაჩავს FULL HD-ზე მაღალი პარამეტრებით!
კვების ბლოკი დგას DELL-ის 460W რეალური სიმძლავრით, Active PFC კვებაა, მშვენივრად ქაჩავს ვიდეოკარტას
კეისი უბრალოა მაგრამ სტანდარტულზე დიდი ზომისაა, ვიდეოკარტაც ზუსტად ეტევა, ასევე წინ უყენია 120მმ ფანი და უკან 1 ცალი 80მმ-იანი (მეორეც დგება 80/92მმ ზომის ფანი უკან)
კომპზე დაყენებულია Windows 10 Pro და ამჟამად ვთამაშობ Assassins Creed Black Flag-ს და კიდევ ბლომად ადგილი არის დარჩენილი თამაშების ან პროგრამების ჩასაწერად (შეგიძლიათ დამატებით ჩააყენოთ HDD თქვენი სურვილის მიხედვით)
მთლიან სისტემას გავყიდი 550 ლარად! (ცალკე არაფერს არ ვყიდი, ფასიც არ დააკლდება)
ესეც 3DMARK-ის Firestrike ტესტის შედეგი
This post has been edited by PAINKILLER on 24 Dec 2018, 02:17