ანონიმური საჩივარი ია კერზაიას საქმეში - ბაჩანა შენგელია სკანდალურ წერილს აქვეყნებს
20:04 2018-12-24
ზუგდიდის მე-6-ე საჯარო სკოლის გარდაცვლილ დირექტორის, ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია, რომელიც უკმაყოფილებას გამოთქვამს საქმის გამოძიების გაჭიანურების გამო, სოციალურ ქსელში სკანდალურ წერილს აქვეყნებს, რომლის საფუძველზეც გენინსპექცია ზუგდიდის მე-6-ე საჯარო სკოლაში შევიდა. მისი განმარტებით, ეს არის ანონიმური საჩივარი, რომელიც გარკვეული პირებისთვის ე.წ. დანაშულებრივი განზრახვის საფუძველი უნდა გამხდარიყო.
„ვაქვეყნებ იმ ანონიმური (რომელიც ამავდროულად არის გაყალბებული) განცხადება-საჩივრის ნაწილს, რომელიც არაერთი ადამიანის დანაშაულებრივი განზრახვის რეალიზებას დაედო ,,საფუძვლად''. როგორც ხედავთ მეოცე საუკუნის 30-იანი წლების ,,საუკეთეოს პრაქტიკით'' არის შესრულებული (ფორმა დაცულია).
აქედან დაიწყო სისხლის სამართლის დანაშაულების მთელი ჯაჭვი, რომელიც დიდი ალბათობით დღესაც გრძელდება. პირობას გაძლევთ, რომ ყველა ის პირი დაისჯება, რომელსაც მცირედი წვლილი მაინც მიუძღვის ამ საქმეში და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. იას სიცოცხლის გზა კი მომავალში აუცილებლად გადაარჩენს არაერთ ადამიანს და მათ ჯანმრთელობას ხელყოფისგან. ამ საქმის ობიექტური გამოძიება ნიშნავს, რომ მომავალში არავის არ გაუჩნდება ცდუნება ჩაიდინოს მსგავსი ტიპის დანაშაული და სკოლა გამოიყენოს პოლიტიკური თამაშების ადგილად.
გამოიძიე ღირსების საქმე!“ - წერს ბაჩანა შენგელია.
http://www.newposts.ge/?l=G&id=193192-%E1%...%83%98%E1%83%A1