#54019959 · 4 Jan 2019, 08:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ შევიძინე ბინა გუდაურში 2017 წელს.ბინა ხუთსართულიანებში, მეხუთე სართულზეა. 2017 წელსვე ჩამოვარდა ვანა-ტვალეტის ჭერი, როდესაც ტურისტი ბანაობდა. საბედნიეროდ გადავრჩით, შემდეგ ავიტანე მასალა და გავაკეტებინე ეს ჭერი ჩემი ხარჯებით. ამ ახალწლებზე 30ში დამირეკეს რომ თურმე წყალი ჩადის და შეუძლებელია შიგნით გაჩერება. აღმოჩნდა რომ მეხუთე სართულს ყველას ეს პრობლემა აქვს. ესეიგი ბინების ჭერსა და სახურავს შორის თბოიზოლაცია არის უხარისხოდ მიფუჩეჩებული და გროვდება კონდენსატი, რომელიც ჩამოდის დაბლა და ეს ყველაფერი აისახება როგორც ჩვენს შემოსავალზე სეზონის მანძილზე, ასევე ჩვენს ნერვებზე, იმიტომ რომ ტურისტები გაგიჟებულები არიან და ლანძღავენ ბინის მეპატრონეს ანუ მე. მე მაქვს ვიდეო მასალა, სადაც ასახულია წყლის ჩამოსვლა, ამას დაადასტურებს ასევე დამლაგებელი და ადმინისტრატორი. ვანა-ტვალეტის ჭერის ჩამოვარდნასაც დაადასტურებს ხალხი. საქმე იმაშია რომ შპს-სგან შევიძინე ეს ბინა, მე ვიზარალე ყველა მხრივ. როგორც ფულადი სახით ასევე მორალური სახით(ლანძღვა არ დამკლებია : ((((( ). ეს სეზონი ფაქტიურად ჩამივარდა მაგ მიზეზის გამო. დამეხმარეთ რა შეიძლება გავაკეთო, რომ ავანაზღაურებინო ეს ზარალი.
--------------------
— «Tu diventi asociale, Guido», disse il conte. — «Sì, ma è perché non mi piace parlare con i morti»
|