ესე იგი... მინდა შევიძინო ავტომობილი.
ფასი, რომელიც შემიძლია გადავიხადო არის მაქსიმუმ 8 000 დოლარი. აი ძალიან უკიდურეს შემთხვევაში 10 მდე.
რაც შეეხება პრიორიტეტებს... მთავარია გული წამივიდეს და მომეწონოს. ამას თუ იზამს ზოგი რამე შემიძლია დავთმო.
მაგრამ აუცილებელია იყოს პატიოსანი და გამძლე ავტო სათანადო მოვლის შემთხვევაში. უპრობლემო რა... შესანახი ადვილი.
მე ჯერ-ჯერობით დავჯერდი CT200H -ს. ეკონომიური - ტოიოტა/ლექსუსის გამძლეობა - პრინციპში ვიდზე ნიჩივო რა.
მაგრამ გული უფრო FX35 - ზე მიმდის. ვიცი მაგათი 6 ცილინდრიანი ძრავები ნიუანსების გათვალისწინების შემთხვევაში საკმაოდ გამძლე ძრავებია. ერთადერთი წვა არ მომწონს. ნუ 20 ლარში თუ ჩაეტევა 100 კმ-ზე გაზის ჩადგმაც არ აღაშფოთებს ჩემს სულიერ მდგომარეობას.
90 კუზაოც მომწონს პრადოს
ნისანის პატფაინდერიც და პატროლიც.
ნუ ანუ... მიმიხვდით ხომ ? რაც თქვენ გაგისწორდებათ და თვლით ამ მწირ პრიორიტეტებში ჯდება, არ მოგერიდოთ.
უბრალოდ კუპე არ მაწყობს. სხვა დანარჩენი - გინდა სედანი იყოს გინდა მ1ა1 აბრამსი მთავარია წვამ არ გადააცილოს 20 ლარს 100 კმ-ზე. 21 ლარს უკვე ლექსუსის სიტი მირჩევნია
გმადლობთ ყურადღებისთვის.