ისე ამას ვამბობდი ყოველთვის

შემოვიდა საქართველოში უცხოური ინვესტიცია, მაგალითად სტარბაქსი.
ხო გამოხვალთ და იტყვით რომ კარგი ინვესტიციაა.
ეს სტარბაქსი შემოდის, ლარიან ყავს ყიდის 2 ლარად და მოგებული ლარიდან 50 თეთრს უხდის დასაქმებულს.
თქვენ იტყვით რომ ეს პროცესი ქვეყანას ადგება, რადგან ხალხი დასაქმდა.
50 თეთრი შევიდა ქართველი ადამიანის ბიუჯეტში.
მაგრამ ლარი რო გავიდა სხვა ქართველისგან, ეგ გვავიწყდება

ტიპმა ინვესტიცია გააკეთა ლარი, იშოვა 2 ლარი, 50 თეთრი ჩვენ მოგვცა და გაიტანა ლარნახევარი, როგორაა ეს ინვესტიცია მომგებიანი ქვეყნის ეკონომიკისთვის, მაინტერესებს ძაან

ინვესტიცია მომგებიანი იქნება, თუ ინვესტორი აწარმოებს აქ, ხელფასს გადაუხდის აქაურს და მოგებას აქაურისგან არ ნახავს, გაყიდვით სხვაგან გაყიდის.
მაგალითად უბერი შემოვიდა.
დასაქმდება ბევრი, ბიუჯეტშიც შევა გადასახადები.
მაგრამ საიდან შევა ეს ფული ბიუჯეტში და დასაქმებულების ოჯახებში, სხვა ქართველებისგან ხო?
ნაწილი მანდ შევა და ნაწილს ინვესტორი გაიტანს.
ქვეყანა წაგებაშია.
შემოუშვი უილიამ ჰილი აქ, ქართველების ხარჯზე იშოვის მილიარდს და 200 მილიონს გადაიხდის ბიუჯეტში და 100 მილიონს ხელფასებში, კარგია?
უილიამ ჰილი კაი იქნება, ქართველებს თუ არ მოუგებს მილიარდს და მარტო ხელფასებს და გადასახადებს გადაიხდის აქ.
ეგ ინვესტიციაა კაი.
ჩემთვის ეს მინისტრი მართალია.
ინვესტიციის ხამებს არ ვეკამათები.
პ.ს. ქიუნეტიც ინვესტიცია იყო
This post has been edited by Frankens†ein on 25 Dec 2018, 18:20
Mens sana in corpore sano...