ოჯახი და შვილები მოითხოვს ძალიან დიდ ყურადღებასა და კონცენტრაციას
ყურადღება და კონცენტრაცია საჭიროა იმისთვის, რომ
ოჯახმა იფუნქციონიროს გამართულად
- მისი წევრები იყვნენ ჯანმრთელები,
- ჰქონდეთ საკვები,
- იყვნენ დაცულები ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად
- შეძლონ განვითარება და თვითრეალიზება
ა.შ.
რაც მთავარია, ოჯახმა უნდა გაუძლოს მოულოდნელად წარმოქმნილ სირთულეებს,
როგორიცაა მოულოდნელი ფინანსური კრიზისი,
ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება ან უარესი - გარდაცვალება
ერთმანეთის დახმარებით გადაჭრან რთული პრობლემები
ე.ი. კრიტიკულ სიტუაციაში უნდა შეინარჩუნოს ერთიანობა არა ერთიანობის შენარჩუნების მიზნით (თუმცა ესეც დასაფასებელია)
არამედ იმიტომ, რომ ეს სურთ
ახლა შემოვიყვანოთ ამ ისედაც რთულ სიტუაციაში მესამე პირი
ამ შემთხვევაში - სხვა ქალი
პირველ რიგში ის ცვლილებაა, რომ მამაკაცის ტვინში ფიქრებში ადგილს იკავებს - ეს კაცი ამ ქალზე ფიქრობს
ამიტომ "მე ამ ქალთან მარტო სექსისთვის ვარ და შენ მიყვარხარ სინამდვილეში" გამორიცხულია
ამ ქალთან ურთიერთობას სჭირდება დრო, ყურადღება, ფინანსები
რაც შეზღუდული რაოდენობის რესურსებია - დროც, ფინანსებიც, ყურადღების მოცულობაც და ფიქრის მოცულობაც და ასე შემდეგებიც
რაც ავტომატურად აკლდება ოჯახს
ასეთი მარტივი არითმეტიკაც არაა თან
- ხშირ შემთხვევაში მამაკაცი იწყებს ამ ყველაფრის დამალვას
ტყუილებს, ღალატობს საკუთარ პრინციპებს
შედეგად დაძაბულია, შინაგანი შფოთვა მატულობს
ორმაგი ცხოვრების საფასური ძალიან დიდია
ცხოვრობს მუდმივი რისკის შეგრძნებით, რომ ეს შეიძლება ვინმემ გაიგოს
და თუ გამჟღავნდა,
კარგავ სტატუსს,
ოჯახი შეიძლება ხუხულასავით დაინგრეს,
ახლობლებს ეცვლებათ შენდამი დამოკიდებულება
რაც ხანგრძლივი პროცესია ძალიან შორეული შედეგებით
და ა.შ.
მოკლედ ძვირი სიამოვნებაა ოჯახის პარალელურად ეგ შენი გართობა, ქალები და თავისუფლება
კარგი ამბავი ისაა, რომ ოჯახთან ერთადაც შეიძლება ეს ყველაფერი