mapshnikკონკრეტულად და გადაჭრით, ვერავინ გირჩევს.
რაც არ უნდა ძლიერი სპეციალისტი იყოს, პაციენტთან ურთიერთობაში მაინც ერთ ხაზს მიჰყვებიან, პრაქტიკაში უკვე გამოცდილს და ჩემი აზრით, შეუძლებელია, ყველას თანაბრად და წარმატებით მოერგოს მათი კონკრეტული მეთოდი.
შენ უნდა აირჩიო : თერაპევტის სქესი, ასაკი, მეთოდი და ა.შ. შენი ტიპაჟიდან , პრობლემების თემატიკიდან გამომდინარე გადაწყვიტო, ვინ და რა და უფრო იმუშავებს და შეგეფერება.
ბოლომდე ფსიქოლოგების იმედზე ნუ იქნები, საკუთარ თავზე შენ უნდა "დაიხარჯო" , ნორმალური სპეციალისტი სწორ მიმართულებას მოგცემს უბრალოდ.
შეგიძლია, ჯერ კარგად მოიძიო ინფორმაცია, მერე საცდელად, თითო კონსულტაცია/სეანსი გაიარო რამდენიმესთან და ვინც უფრო მოგეწონება, წესით მიხვდები, დარჩე იმასთან მთელი კურსის გასავლელად.
წარმატებები შენ!
This post has been edited by კასიოპეა on 30 Dec 2018, 19:39