ისევ დიდი პოსტი, მარა რა ვქნა
თან არავინ მიხდის

> სტუდენტი ხარ, ერთობი, მეგობრებთან დაყიალობ, დროს ხარჯავ, როგორც გინდა, მაგრამ მთლიანად მშობლები გაფინანსებენ და ხვდები, რომ ერთ დღესაც შენით უნდა ირჩინო თავი
> გაქვს ცარიელი ბინა, რომელიც შეგიძლია, გაარემონტო და გააქირავო
> წერა გეხერხება და სცენარისტობა გინდა, მაგრამ ამისთვის საჭიროა უფრო მეტი მუშაობა, ტექნიკის დახვეწა, მეტი კითხვა
> შენხელა ღიპი გადევს და ამას განიცდი, გინდა, რომ მიმზიდველად გამოიყურებოდე, ზღვაზე რო წახვალ, მაგრამ ამისთვის ყოველდღიურად შრომა მოგიწევს
> გამოცდები ახლოვდება, თითქმის მოუმზადებელი ხარ და თუ ჩაიჭერი, მშობლებს კიდევ ერთი სემესტრის ფული უნდა გამოსძალო
> 30-ს გადაცდი და ხვდები, რომ შვილები გინდა და ოჯახი და შენი მშობლები მთლად გამო###ვებულები არ არიან, ცოლი ცოლიო, რო გიბურღავენ ტვინს
და გრძნობ, რომ მარტოხელა ჯიჯღინა მოხუცი გაიჩითები 30 წელიწადში, რომელიც არავის უყვარს
> სამსახურში უკვე მაგარი ### სიტუაციაა და ჯობია გაასწრო
სცენარი ასეთია -
1. აცნობიერებ, რომ ამ ყველაფრისთვის რაღაც არის გასაკეთებელი
ზოგჯერ ზუსტად იცი, რაც არის საჭირო
ზოგჯერ ზედმიწევნით დეტალურად იცი, რაც არის საჭირო
2. შედეგად ორგანიზმში ჩნდება დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება, სტრესის წყარო
"რაღაც არის გასაკეთებელი, რაც მნიშვნელოვანია, თუმცა დრო და ენერგია სჭირდება"
დისკომფორტის შეგრძნება
ეს არასასურველი მდგომარეობაა ორგანიზმისთვის და ტვინი ცდილობს, ორგანიზმი ისევ ბალანსს და სიმშვიდეს დაუბრუნოს
და მაშინვე გთავაზობს გამოსავალს და გამაყუჩებლებს:
> სანამ დავიწყებ მეცადინეობას, ჯობს, ჯერ ვისუსნაო
> ნახე, აგერ "უსათაუროში" თემაში რა დაკა-დაკა აიწია, დავათვალიერო მთელი თემა
> ახლობლებს დაურეკე, რამდენი ხანია, არ მოგიკითხავს
> ვა, ნახე, ახალი ევენჯერსის თრეილერი ამოაგდო. უნდა ვუყურო
> ერთი-ორი საათით თუ არ წავუძინე, ვერაფერს ვერ გავაკეთებ
> საღამოს აგერ ფინალია ლიგის, მაგის გამაზვა იქნება?
> ოლიმპიადა, რას ლაპარაკობ, ოთხ წელიწადში ერთხელაა. ბოლტი ისევ თუ დაამყარებს რეკორდს ნეტა
> ბესელია გადადგა? ვააააააა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ასეთი "გამოსავლები" სხვადასხვა სახისაა და მათი დანიშნულება ენერგიის დაზოგვა და დაწყნარებაა
ზოგი მარტივია, ზოგიც უფრო რთულია ფორმით
მაგრამ საერთო ის აქვთ, რომ როცა აკეთებ - თვლი და გრძნობ, რომ მნიშვნელოვანია და საჭიროა
გააჩნია, რამდენად "მაგარი" ხარ
- რაც უფრო მეტად ცდილობ, შეეწინააღმდეგო შენს თავს,
ტვინი უფრო დამაჯერებელ მიზეზს იგონებს
და გარწმუნებს, რომ რასაც გააკეთებ, არანაკლებ მნიშვნელოვანია სხვა პრობლემებზე
ყველაზე ცუდი ის არის, რომ გგონია, რომ დრო გაქვს
და იმ ყველაზე მნიშვნელოვან საქმეებს ყოველთვის მიხედავ, კაცო, სად გაგექცევა
აქ არ ვართ ყველა?
ესენი ჩავთვალოთ, რომ ის შემთხვევებია, როცა ვერ აცნობიერებ ამ პროცესს
მაგრამ არსებობს მდგომარეობა, როცა ხვდები, რა მძღნერშიც ხარ, მაგრამ მაინც ძალიან გიჭირს
ამიტომ
ცოტაოდენი მოთმინების უნარზეგახსოვთ ჩემი ძველი ავატარი?
I bet you do-oooon't
თვალებში ჩახატული იყო ხელის მტევნები, როცა ვიღაც გიჩვენებს "შეჩერდი"
მაშინ ზუსტად თვითკონტროლის ნაკლებობას განვიცდიდი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
როგორც მიხვდით, დიდი არაფერი შეცვლილა
ბოლო-ბოლო ყველაფერი მოთმინების, თავშეკავებისა და საკუთარი თავის კონტროლის უნარამდე დადის
- რამდენად შეგიძლია, რომ შენს წინ დადებული ზეფირის ნაჭერი არ გაიყბისძირო, როცა მუცელი გითუხთუხებს
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ცუდი ამბავი ისაა, რომ თუ ყოველდღიურობაში გადაგივიდა ასეთი ქცევა,
დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო რთული გახდება სურვილის შეკავება
და თავის კონტროლი, რომ რაღაც მაშინვე არ გააკეთო, როცა მოგინდება
მაგალითად წარა-მარა არ არეფრეშო კონკრეტული ვებსაიტები
ეს იმიტომ, რომ ცვლილება უკვე ფიზიკურ დონეზე ხდება
- ყალიბდება მტკიცე ნერვული კავშირები,
ქცევის მოდელები,
გადაწყვეტილების მიღებისას მუდამ ერთი და იგივე გზით მოქმედება
შეკავების ფუნქცია და უნარი სუსტდება
და ასეთ ადამიანს დამოუკიდებლად ან ძალიან უჭირს აქედან თავის დაღწევა
ან სხვისი დახმარების გარეშე სამუდამოდ იძირება ბნელ ჭაობში, როგორც ფროდო

ე.ი. ეს იმას ნიშნავს, რომ
20 წლის ასაკში და
30 წლის ასაკში
ერთნაირი წარმატებით ვერ შეძლებ ჩვევების შეცვლას
this is so sad

Alexa, you know, what to do
bitch
ჯერ მხოლოდ პრობლემის აღწერას ვცდილობ
საკუთარი გამოცდილებები შევაშველოთ თემას
გილოცავ!
შენ წარმატებით წაიკითხე პოსტი!
შენი ზომა მედლები აქ არ მაქ, საწყობში მაქვს, თუ დამელოდები