http://nextdreamhacker.blogspot.com/2011_03_20_archive.htmlგანმანათლებლობის საუკუნეში დაბადებული უდიდესი ლიბერალურ- ჰუმანისტური პროექტი ამოწურულია. ტრადიციის დამთრგუნველი დიქტატურისგან განთავისუფლების ამ კეთილშობილი სურვილისგან აღმოცენებული პროექტი, თავად გადაიქცა ტრადიციად, ახალ ყველგანმყოფ ორთოდოქსიად, რომელიც გვკარნახობს ფიქრებს, გრძნობებს, მოქმედებებს, გვიკრავს ხელ-ფეხს მილიონობით დადგენილებითა და კანონით, რომელთა ერთადერთი მიზანი - არსებული მდგომარეობის გახანგრძლივებაა.
ჩვენ აგვიხსნეს, რომ გარეგანი კოსმოსის კვლევა ძალიან ძვირია, შინაგანის კი - ძალიან სახიფათო, ჩვენ გვპირდებოდნენ რომ ვიქნებოდით ღმერთის დარნი, მაგრამ გადაგვაქციეს დამღლელი და უაზრო ამაოებით დაკავებულ მომხმარებლებად, რომლებიც "ერთსაათიან კუმირებს" ეთაყვანებიან. უფრო მეტიც, გადააგდეს რა ჩვენი ცხოვრებიდან ყველაფერი, რაც არ იზომება ციფრებით, ჩვენ გვაცლიან იმ ხარისხიან ავტონომიას, რომელიც ბუნებრივად ახასიათებს თავისუფალ ცხოველს ან ბავშვს, ამგვარად დავიყვანებით ელემენტარული ნაწილაკების დონეზე.
მან, ვისაც არ სურს შეეგუოს ასეთ ვითარებას, ერთი რამ უნდა გაიგოს - არ არსებობს უკან დასაბრუნებელი გზა. ოქროს საუკუნის რესტავრირება შეუძლებელია, რამდენადაც ის არასოდეს არსებობდა. მოძრაობა მხოლოდ ერთი მიმართულებით არის შესაძელებელი -- წინ. "ღმერთის სიკვდილის" შემდეგ აუცილებლად უნდა განხორციელდეს "ადამიანის სიკვდილი". წარსულის სიმბოლოების გადაადგილება იმ მიზნით რომ მივიღოთ რამე ახალი კომბინაცია - განწირულია ერთი და იგივე საჭადრაკო პარტიის განმეორებისთვის. ნამდვილი ცვლილებები შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა დაფიდან ყველა ფიგურა გადაიყრება.
როცა ვაძლევთ სიტყვას მათ, ვისაც თანამედროვე დისკურსის პატრონები სიამოვნებით გაყრიდნენ თავიანთი ბისერების თამაშიდან, ჩვენ ვაფასებთ მათში არა იმდენად მათ იდეებს, რომლებიც გარკვეულწილად მაინც წარსულს ეკუთვნიან, არამედ უფრო გარღვევის ენერგიას, ამბოხის მეტაფიზიკურ პოტენციალს, რომელიც ევოლუციის ერთადერთი მამოძრავებელია ძალაა. ვინაიდან მხოლოდ დახურულ კარებს მიღმა შეიძლება გამოსავლის პოვნა, ყველა ღია კარს ჩიხისკენ მივყავართ.
თუ ჩვენ არ გვსურს დედამიწის ზედაპირიდან აღვიგავოთ ტრილობიტების, დინოზარვების ან ნეანდერტალების მსგავსად, მაშინ ჩვენ პრაქტიკულად უნდა დავამტკიცოთ, რომ მათზე ჭკვიანები და გონივრულები ვართ, რომ ჩვენ შეგვიძლია მივხვდეთ ჩვენს საკუთარ შეზღუდულობას და გავნადგურდეთ, ამ სახით გაცნობიერებულად ავიწიოთ შემდეგ საფეხურზე. შესაძლოა, ეს ძალიან ხანგრძლივი და შორეული მოგზაურობაა, მაგრამ ის ამ წამსვე უნდა დაიწყოს - ჩვენს განკარგულებაში ძალიან ცოტა დროა. ისინი, ვინც თვლის რომ ჩვენ მხოლოდ ახლანდელი არსებობის ოდნავ გაუმჯობესება გვჭირდება, ობიექტურად გამოდიან როგორც სიკვდილის აგენტები, იმის მიუხედავად თუ რას ფიქრობენ საკუთარ თავზე. მათი ბედისწერაა - ცხოველქმედების საკუთარ ნარჩენებში დახრჩობა.
ჩვენ ვეუბნებით "კი"-ს აკრძალულ თემებს და ტაბუირებულ იდეებს,ჩვენ არ გვამოძრავებს მშიშრებსა თუ მორცხვებზე შთაბეჭდილების მოხდენის ეგოისტური სურვილი, ჩვენი მიზანი გაცილებით ამბიციურია, ჩვენ გვინდა ხმა მივაწვდინოთ მათ, ვინც ოცნებობს გაიმეოროს ჩვენი შორეული წინაპრების გმირობა, ჩამოძვრეს ჰუმანისტური ცივილიზაციის ხიდან და თანა-ტომელების შეშინებული კვილის მიუხედავად, გასწორდეს ორ ფეხზე და გადადგას პირველი გამოუცდელი ნაბიჯები მარადისობის შესახვედრად.
გაუმარჯოს პოსტკაცობრიობას!