ჰოდა, მოიწვიონ უცხოელი მოსამართლეები!!!

გიგა ბოკერია - ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისას, ჩვენ დავუშვით ძალიან მძიმე შეცდომა - სასამართლოს კონტროლის შენარჩუნება და გამყარებაც კი
„ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისას, ჩვენ დავუშვით ძალიან მძიმე შეცდომა - დავუშვით სასამართლოს კონტროლის შენარჩუნება და ზოგ შემთხვევაში გამყარებაც კი. ეს ძალიან ძვირი ფასი დაუჯდა ქვეყანას და პოლიტიკურად ჩვენ“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი თქმით, მთელი სასამართლო სისტემა არასწორად იყო აწყობილი.
„ვარდების რევოლუციის შემდეგ პრიორიტეტი იყო ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ბუნებრივია, ამას ხელისუფლება ვერ შეეგუებოდა, მაგრამ ჩვენ დავუშვით ძალიან მძიმე შეცდომა - ამ ლეგიტიმური ამოცანებისთვის დავუშვით სასამართლოს კონტროლის შენარჩუნება და ზოგ შემთხვევაში გამყარებაც კი. ეს ძალიან ძვირი ფასი დაუჯდა ქვეყანას და პოლიტიკურად ჩვენ. მხოლოდ იმ სკანდალური საქმის გამო გავიგე მე პირადად ლევან მურუსიძის გვარი, მაგრამ მხოლოდ მის გვარში არ არის საქმე. მურუსიძისნაირი პერსონალურად რამდენი იყო ვერ შევაფასებ, მაგრამ მთელი სისტემა იყო არასწორად აწყობილი. თუ სისტემაში არიან ადამიანები, რომლებიც თანახმანი არიან იმუშაონ ისე, რომ პოლიტიკურ ხელისუფლებას რაც სჭირდება, ის გააკეთონ, ბუნებრივია, არ შეიძლება, რომ ისინი მოსამართლეები იყვნენ, ოღონდ ეს ცუდია არა მარტო იმ 9 წლის დროს, არამედ 9 წლამდეც და მის შემდეგაც.
ჩვენ გვჭირდება სასამართლო, რომელიც არ არის დამოკიდებული პოლიტიკურ ხელისუფლებაზე, მაგრამ არ არის მოცული არც კორუფციით, არც ქრთამით და არც კრიმინალს შეუძლია, რომ ხელი გადაუწიოს აღმასრულებელ ხელისუფლებას. ეს არის ჩვენი ამოცანა. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ერთი ამოცანა გადაიჭრა, მაგრამ მეორე ამოცანის ხარჯზე მოხდა და ეს იყო ცუდი. მე არ ვამართლებ ამ შედეგს“, - განაცხადა ბოკერიამ.
მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ ის ხალხი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას წინააღმდეგობას არ ან ვერ უწევდა, დატოვა სასამართლო სისტემაში. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ ჩათვალა, რომ ეს კარგი მოდელია მათთვის და დაუშვა კორუფციაც.
„ახლა 2012 წლის არჩევნების შემდეგ მოვიდა ახალი ხელისუფლება და მას ჰქონდა შანსი, ქვეყანაში, სადაც ორგანიზებული დანაშაული გადატეხილი იყო, ხოლო დომინანტური პარტია, რომელიც 9 წელი ხელისუფლებაში იყო, დამარცხდა არჩევნებში, გადაედგა ნაბიჯი წინ და ის დიდი ჩავარდნა, რომელიც ჩვენ გვქონდა, გამოესწორებინა. ამის ნაცვლად, ეს ხალხი, რომელიც მიჩვეული იყო, რომ ჩვენ დროს ხელისუფლების დაკვეთას წინააღმდეგობას არ ან ვერ უწევდა, არათუ გადაიბარეს, არამედ ჩათვალეს, რომ ეს არის კარგი მოდელი მათთვის, ოღონდ დაუშვეს კორუფცია“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
იხილეთ ვიდეო: "ისინი არიან იმ ხელისუფლების მოსამართლეები, ვინც იმ მომენტში არის ხელისუფლებაში" - გიგა ბოკერია
https://www.interpressnews.ge/ka/article/52...a-gamqarebac-ki
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3