27-28 დეკემბერს თბილისში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა ძიუდოში. სამწუხაროდ, ბოლოდროინდელმა განხეთქილებამ ამ ტურნირზეც იჩინა თავი: ძიუდოისტების გარკვეული ჯგუფი ფიზიკურად გაუსწორდა 90 კგ წონითი კატეგორიის ჩემპიონს, გიორგი პაპუნაშვილს, რომელმაც გზად ორი ფავორიტი დაამარცხა: ჯერ მეოთხედფინალში ავთანდილ ჭრიკიშვილი, ფინალში კი უშანგი მარგიანი. ინციდენტი უამრავი ადამიანის თვალწინ მოხდა. ამ სკანდალური ფაქტის შესახებ კომენტარი ფედერაციას ჯერ არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ ძიუდოისტებს შორის დაპირისპირებას იაპონიის ქალაქ ოსაკაშიც ჰქონდა ადგილი: კერძოდ, ნაკრების წევრებმა ლაშა შავდათუაშვილსა და ვაჟა მარგველაშვილს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ძიუდოს ეროვნული ნაკრების ახალი მწვრთნელი აირჩიეს - გურამ მოდებაძე. თუმცა მწვრთნელის ცვლილების მიუხედავად, აშკარაა, რომ სიტუაცია არ გამოსწორებულა და პრობლემების გადასაჭრელად შესაბამისი ზომების მიღებაა საჭირო.
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის მიმდინარე აღმასკომის წევრებმა ერთმანეთს ქართველ ძიუდოისტთა შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება დაუდასტურეს. შეგახსენებთ, საუბარი იაპონიის ქალაქ ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის მომხდარი ამბების შესახებაა.
მიმდინარე აღმასკომის სხდომაზე ძიუდოს ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი მივიდა. იაპონიში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე ძიუდოისტები შეხვედრას ჯერ არ ესწრებიან.
საქართველოს ძიუდოს ფედერაცია აღმასკომის სხდომას სწორედ აღნიშნულ ამბავთან დაკავშირებით მართავს. გარდა ამისა, აღმასკომის წევრებმა საქართველოს ნაკრების ახალ შესაძლო მწვრთნელებზეც უნდა იმსჯელონ.
წყარო:
http://sport.adjara.com