ეს ტრაგედია თბილისში 1992 წლის 3 მარტს დატრიალდა და დღემდე არ დასრულებულა. ვერაზე უმოწყალოდ ამოხოცეს თორაძეების ოჯახი, დედა, მამა და ხუთი ძმა. უპატრონოდ დარჩნენ პატარა ბავშვები, არასრულწლოვანი დები.
შე დედააფეთქებულო, ვთქვათ ძმებთან რაღაც მოგივიდა, ამ დედ-მამას რაღას ერჩი, სასიკვდილოდ რომ იმეტებ??? ასეთი რამე არამგონია გადაჯიშებული, ნაძირალა არაკაცის გარდა ვინმემ იკისროს.
რა მაინტერესებს, ათას საქმეს იძიებენ, რაც გამოსაძიებელია და არ არის გამოსაძიებელი. ამ ტრაგედიის მერე 23 წელი გავიდა.
გასაგებია ედიკას დროს ამ ტრაგედიის ავტორი და შემოქმედი მხედრიონი გრიმიტობდა, ვერელ ბოროტებს უბატონოდ ხმას არავინ არ სცემდა და არ გამოიძიეს საქმე. მერე მოვიდა მიშა, მიშას გვერში აღმოჩნდნენ ვერის საძმოს ნარჩენები აწ უკვე ბიზნესმენი რამიშვილი (ზარალა) და ძმები რურუები (ჟორიკა და ნიკა). გასაგებია არც ამ დროს დაძრულა ეს საქმე ადგილიდან.
შეიცვალა მთავრობა, დაიწყეს "სამართლიანობის" აღდგენა და ამ საქმეზე ისევ სიჩუმეა.
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რაღაც ძალები ხელოვნურად ბლოკავენ ამ საქმეს. ამ მკვლელობაში ათასი ძალა იყო ჩარეული, ქურდებიდან და პოლიციიდან დაწყებული და მხედრიონის კილერებით დამტავრებული.
ბოლოსდაბოლოს მთელი ოჯახი ამოხოცეს (წიწილა ხომ არ დაუკლავთ) და ვითომც არაფერი არ მომხდარა, არც საქმე გამოუძიებიათ და დამნაშავეები დღესაც ჰარი-ჰარალეზე აგრძელებენ ცხოვრებას. © vato
პირველი თემის ლინკი:
თორაძეების ოჯახის ტრაგედიაბონუსად ვიდეო:
This post has been edited by Outdoor on 2 Jan 2019, 07:25