#54054154 · 11 Jan 2019, 19:43 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით.გილოცავთ შობა-ახალ წელს და გისურვებთ ჯანმრთელობას!
ბევრი გვსმენია ექიმბაშებსა და მათ “წამლებზე”, რომლებსაც,როგორც წესი, შედეგი ვერ გამოაქვს, მაგრამ არის გამონაკლისებიც, ამის თქმა პირადი გამოცდილებიდან შემიძლია, ბუდოვანი ალოპეცია ვიმკურნალე ერთ-ერთი მსგავსი პრეპარატით,მაგრამ დავანებოთ ამას თავი.
პატარა ასაკიდან მახსოვს როგორ გვსტუმრობდნენ უცნობი ადამიანები სახლში კვირაში რამოდენიმეჯერ, ზოგი ხანშიშესული იყო,ზოგი ახალგაზრდა, უფრო ხშირად ახალშობილები მოჰყავდათ. ყველა მათგანს ყურის ტკივილი აწუხებდა,ზოგს დაგუბებული ჰქონდა,ზოგს ანთებითი პროცესი და ა.შ. (ეს რაც მახსოვს). ბევრი ცნობადი სახეც მყავს ნანახი ჩემი სახლის მისაღებ ოთახში. მოკლედ, 23 წლის განმავლობაში არც ერთი პაციენტი არ დაბრუნებულა უკან პრეტეენზით ან საყვედურით - სამადლობელი საჩუქრებით კი ძალიან ბევრი. ფაქტია,არჩენს.
მაინტერესებს თქვენი აზრი თუ რა სირთულეებთანა დაკავშირებული პრეპარატის დაპატენტება და ლიცენზირების საკითხი + როგორ მოიქცეოდით თქვენ მსგავს შემთხვევაში?
|