https://www.facebook.com/photo.php?fbid=101...&type=3&theaterამ სურათზე გამოსახული ჭაბუკი გახლავთ ოტტო სმიკი, ლეგენდარული სლოვაკი მფრინავი, უფრო სწორედ მფრინავი-ასი (fighter ace), რომელიც სულ რაღაც 22 წლის ასაკში დაიღუპა - 1944 წლის 28 ნოემბერს მეორედ ჩამოგდების შემდგომ.
მანამდე კი ოტტომ მოასწრო ბევრი რამ. როდესაც 12 წლისა იყო, მისი მშობლები იძულებითი ემიგრაციიდან სამშობლოში დაბრუნდნენ. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას საფრანგეთში გაიქცა. უნგრეთის, იუგოსლავიის, ბულგარეთის, საბერძნეთისა და თურქეთის არმიის გავლით ლიბანში, მაშინდელ დიდ ლიბანში, ან როგორც უწოდებდნენ ფრანგულ ლიბანში ჩავიდა. იქიდან კი მარსელში ჩავიდა. 1940 წლის 3 ივნისს ოტტო სმიკი ჩეხოსლოვაკიის დევნილი არმიის რიგებში ჩაეწერა.
თუმცა, საფრანგეთს მალე კაპიტულაცია მოუწია და სმიკი გადაყვანილ იქნა დიდ ბრიტანეთში, სადაც 1940 წლიდან მსახურობდა ქვეყნის სამეფო საჰაერო-სამხედრო ძალებში (Royal Air Force). ეს უკანასკნელი შეგვიძლია შევადაროთ კალათბურთში NBA-ს, ფეხბურთში ჩემპიონთა ლიგას ან ჩოგბურთში უიმბლდონში ასპარეზობას. იმ ხომალდების ჩამონათვალში, რითაც ოტტო სმიკს უფრენია, იპოვით de Havilland D.H.82 Tiger Moth-ს, North American Harward Mk.II Supermarine Spitfire-ს სხვადასხვა მოდიფიკაციის ნიმუშებს.
1943 წლის დასაწყისში ირიცხებოდა ჩეხოსლოვაკიის 312-ე ესკადრილიაში, შემდგომ მსახურობდა 310-ე, 131-ე და 122-ე ესკადრილიებში. 1943 წლის დეკემბრიდან გადაყვანილია ინსტრუქტორის თანამდებობაზე, ხოლო 1944 წელს გახდა მაიორი, ჩეხოსლოვაკიის 127-ე ესკადრილიის მეთაური.
არ გაინტერესებთ ასეთი რა დამსახურება ჰქონდა ამ ადამიანს, რომ მფრინავი-ასის წოდება ერგო? 1943 წლის მარტიდან 1944 წლის ივლისამდე ჩამოაგდო ფაშისტების 13 (!) გამანადგურებელი Люфтваффе. წარმოგიდგენიათ? 13 ერთეული ავიაგამანადგურებელი!
1944 წლის ოქტომბერში ოტტო სმიკი ნიდერლანდების თავზე ჩამოაგდეს, თუმცა გადარჩა სასწაულებრივად. თუმცა, ალბათ ნიდერლანდების ცა ცუდად ჰქონდა დაცდილი და იმავე წელს, 28 ნოემბერს ხელმეორედ ჩამოაგდეს ქალაქ ზვოლეს მახლობლად, რის შედეგადაც 22 წლის ასაკში დაიღუპა. მისი ცხედრის ნარჩენები მხოლოდ 1965 წელს იპოვეს და სლოვაკეთის დედაქალაქში, ბრატისლავაში დაკრძალეს პატივით სლავიჩიე უდოლიეს სასაფლაოზე.
ჯილდოები? ოჰო, შთამბეჭდავი სია გვაქვს ოტტო სმიკის მიერ მიღებული ჯილდოებისა, რომელთა მგროვებაც მან სულ რაღაც 22 წლისამ შეძლო და რომელთა შორისაც ვხვდებით გაერთიანებული სამეფოს მიერ გაცემულ ჯვარს „დიდებული ფრენებისთვის“, გაერთიანებული სამეფოსა და თანამეგობრობის უმაღლეს სამხედრო ჯილდოს „1939–1945 Star“, კვლავ გაერთიანებული სამეფოსგან - Defence Medal, Air Crew Europe Star და სხვა მრავალი.
ახლა ალბათ იკითხავთ, რად გვაკითხა ეს ინფორმაცია, ჩვენ რა შუაში ვართო? თავში ვართ. გარდა ზემოთაღწერილისა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ოტტო სმიკის დაბადების ადგილია - ბორჯომი, სადაც ის 12 წლამდე იზრდებოდა. და მის ბიოგრაფიაზე მომუშავეთა ზეპირი გადმოცემით ქართული იყო ერთადერთი ენა, რომელზეც ის ყველაზე გამართულად საუბრობდა. მეტიც, მის ბიოგრაფებს უყვართ იმის აღნიშვნა, რომ სმიკის შეუპოვრობასა და სიმამაცეში სწორედ რომ ჩვენებური ხასიათი გამოსჭვიოდა.
პ.ს. ერთი კარგი სლოვაკი კაცი ცხოვრობდა აქ რამდენიმე წელიწადი. მოწადინებულია, რომ ბორჯომში ოტტო სმიკის სახელობის სამხედრო-საჰაერო მუზეუმი გაიხსნას. სამი წელი ირბინა ამ საქმეზე და უარი არ მიუღია, თუმცა აქამდე გაუხსნელობა და თავმოუბმელობა ბრალდება რაღაც სააგენტოს მიერ გასაცემ რაღაც ნებართვას თუ დოკუმენტს და ა.შ. ბიუროკრატია მოკლედ. და ეს ძალიან ტეხავს.
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3