მოკლედ რომ აგიხსნათ ვინც არ იცით, რა ხდება.
რუსეთმა შექმნა ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექს "Искандер-М"-ისთვის ფრთოსსანი რაკეტა 9М729 ("Новатор") რომელიც არღვევს თავისი პარამეტრებით ყველა არსებულ ხელშეკრულებას და 2000 კილომეტრზე მეტი აქვს მოქმედების რეინჯი. დიახ, "ისკანდერს" არა მხოლოდ ბალისტიკური რაკეტის, არამედ ფრთოსანი რაკეტის გამოყენებაც შეუძლია, მრავალფუნქციური და მოდულარული კომპლექსია.
აქ ძალიან მნიშვნელოვანია ერთი დეტალი - ДРСМД ხელშეკრულების დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსეთისთვისთავის დროზე საბჭოთა კავშირმა ბევრი გააკეთ ამ ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად. საქმე იმაშია რომ მაშინ ა.შ.შ-ს განთავსებული ჰქონდა ევროპის ტერიტორიაზე Pershing-2 ტიპის ბალისტიკური რაკეტები ბირთვული ქობინებით, რომლებსაც შეეძლოთ საბჭოთა კავშირის ევროპული ნაწილის ნებისმიერ წერტილში 10-15 წუთში მიღწევა და სტრატეგიული ობიექტების განადგურება.
ფაქტიურად ა.შ.შ-ს შეეძლო პრევენციული დარტყმის მიტანა სსრკ-ს წინააღმდეგ, სსრკ-ს კი ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა, საბჭოთა რაკეტებს გაცილებით დიდი დრო დასჭირდებოდათ ამერიკამდე მისაღწევად.
90იანებში საბჭოთა კავშირმა გაანადგურა თავისი რაკეტები ისეთები როგორიც არის "Ока" და "Пионер", ანალოგიურად ამერიკამაც გაანადგურა "Pershing-2"-ები და ყველაფერი დალაგდა.
ახლა ამერიკას ეძლევა მიზეზი და საბაბი იმისთვის რომ დაიწყოს ახალი პროექტი და შექმნას ახალი თაობის ბალისტიკური რაკეტები, რომლებსაც ევროპაში განათავსებს და გამეორდება ცივი ომი.
ამით ბევრ კურდღელს მოკლავენ.
პირველ რიგში ისევ სერიოზულად წაკუზავენ ევროპელებს, რომლებსაც რუსეთი თავის ბირთვულ დუბინკას დაუმიზნებს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტორი რომ თავად რუსეთსაც წაკუზავენ და დიდი რისკის ქვეშ დააყენებენ.
გარდა იმისა რომ ამერიკა აქტიურად აკეთებს ანტი-სარაკეტო გლობალურ თავდაცვას, ამჯერად უკვე დამრტყმელი პოტენციალიც მეტი ექნება.
მესამე და მნიშვნელოვანი - მაგარი ფული მოიჭრება ახალი რაკეტის პროექტირებაზე ა.შ.შ-ს სამხედრო ინდუსტრიაზე.
აქედან გამომდინარე გამომაქვს დასკვნა
ვალოდია პუტინი ან ამერიკის გაქანებული აგენტია და ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ ევროპა-რუსეთი დააჩოქოს და ა.შ.შ-ს ჰეგემონია ბოლომდე აღადგინოს, ან უბრალოდ დებილია და ვერ ხვდება რას აკეთებსგმადლობთ ყურადღებისთვის