#54292781 · 28 Feb 2019, 11:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მეგობრებო, თქვენი დახმარება მჭრდება. ვარ 37 წლის. რამდენიმე კვირის წინ გავიკეთე თავის ტვინის მრტ. მინდა განახოთ შედეგი.
თავის ტვინის ნივთიერებაში კეროვანი დაზიანება არ არის. პარკუჭოვანი სისტება, ბაზალური ცესტერნები დეფორმაციის გარეშე. კონვექსიტალური სუბანაქროიდული სივრცეები საშუალეოდ გაფართოებული - მსუბუქი ხარისხის კორტიკალური ატროფია. შუამდებარე სტრუქტურების ლატერალური ცდომა არ არის. თურქული კეხი ფართე (1,7 /1,8 სმ) და ჩაღრმავებული ფორმის, სადაც პროლაბირებს სუპრასელაური ცისტერნა. ჰიპოფიზის ქსოვილი არ ისახება. ძაბრი მედიალური მდებარეობის. რეტრობულბური ქსოვილები ინტაქტური. მარცხენა ჰაიმორის ღრუს პრაქტიკულად მთლიანად ავსებს ერთგვაროვანი სითხოვანი შიგთავსის ჩანართი. შედარებით მცირე (2,0/2,2), ანალოგიური მასა ფიქსირდება კონტრალატერალურ წიაღში. საფეთქლის ძვლების პირამიდები პნევმატიზებული. ვილიზიის წრის სისხლძარღვები ნორმის ფარგლებში. შიგნითა საძილე არტერიების კისრის სეგმენტები მსუბუქად დეფორმირებული, ხილული შევიწროების გარეშე. ვერტებრული არტერიები თანდაყოლილად ასიმეტრიული (d<s). დასკვნა: მუკოიდური კისტები ჰაიმორის წიაღებში. ეწ. „ცარიელი თურქული კეხი“. შიგნითა საძილე არტერიების ექსტრაკრანიული სეგმენტების დეფორმაცია. მარჯვენა ვერტებრული არტერიის ჰიპოპლაზია. თავის ტვინი კეროვანი დაზიანების გარეშე.
ძალიან მადარდებს მსუბუქი ხარისხის კორტიკალური ატროფია. ნევროპათოლოგი მეუბნება ეს დიდი არაფერია, ასაკში ბევრს ემართებაო. მიზეზი, რის გამოც მივმართე ნევროპათოლოგს იყო ძლიერი სტრესის ფონზე განვითარებული თანმდევი პროცესები. ეჭვი მივიტანე გაფანტულ სკლეროზზე, თუმცა არ დამიდასტურდა. თავთან ერთად ხერხემალიც გადავიღე. იქ ყველაფერი სუფთაა. მაინტერესებს ეს დასკვნა, რამდენად საშიშია. დიდი მადლობა წინასწარ.
|