27 დეკემბერს, საახალწლოდ, ეკა ბესელია საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან საკმაოდ ხმაურიანად გადადგა. თანამდებობასთან ერთად მას სამსახურეობრივი ავტომანქანის და თავმჯდომარის კაბინეტის დათმობაც მოუწია და საქმიანობა, როგორც პარლამენტის რიგითმა წევრმა, ისე განაგრძო.
სატელევიზიო ეთერის მეშვეობით, საკამოდ ამაღელვებელი სიუჟეტიც ვნახეთ - თუ როგორ დატოვა ეკა ბესელიამ კომიტეტის თავმჯდომარის კაბინეტი და სამუშაოდ 234-ე ოთახში გადავიდა. მაშინ, როგორც მან ინტერვიუში აღნიშნა, პირადი ნივთები და დოკუმენტები ამ საკმაოდ მოკრძალებულ ოთახში არ დაეტია და დარჩენილი მასალა გედევან ფოფხაძის სამუშაო კაბინეტში შეიტანა. საჯაროდ ისიც განაცხადა, რომ არანაირი კომფორტი მისთვის მნიშვნელოვანი არ იყო და დიდი სამუშაო ოთახის, სამსახურებრივი ავტომობილის და აპარატის გარეშეც შეძლებდა სამართლიანობისთვის ბრძოლის გაგრძელებას და მართლსაჯულების დაცვას.
მაგრამ არის თუ არა, ეს ყველაფერი სიმართლე? მართლა დაემშვიდობა, თუ არა ეკა ბესელია ყველა იმ პრივილეგიას, რითაც საქართველოს პარლამენტში 2012 წლიდან სარგებლობდა? თუ ეს მისი მორიგი “პიარ აქცია” იყო და სინამდვილეში არანაირ თანამდებობრივ “სიკეთეებზე” უარის თქმას არ აპირებდა. მართლაც, ნებით თუ უნებლიედ, გადადგომის დღიდან მან პირადი კომფორტის უზრუნველყოფა საკუთარი თანამოაზრეების ხარჯზე დაიწყო.
სანდო წყარო ძალიან საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის. - კერძოდ, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობის დათმობის შემდეგ ეკა ბესელიამ ავტომობილი, რომელიც მას ემსახურებოდა, მართალია, ჩააბარა პარლამენტის აპარატს, მაგრამ სამაგიეროდ, გედევან ფოფხაძის სამსახურეობრივ ავტომობილზე გადაჯდა და მას არა მხოლოდ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, არამედ პირადი მიზნებისთვისაც აქტიურად იყენებს. თვითონ გედევან ფოფხაძე კი ბორჯომიდან თბილისში საკუთარი ძალებით გადაადგილდება. უფრო მეტიც, ის სცენა, სადაც ეკა ბესელია ვითომ პარლამენტის დეპუტატის სტანდარტულ ოთახში გადავიდა სამუშაოდ, ფარსი აღმოჩნდა. - ამ კაბინეტის კარი იმ დღის შემდეგ აღარ გაღებულა და არც ეკა ბესელია უანხავს იქ ვინმეს, სამაგიეროდ პარალმენტის C კუპრუსის პირველ სართულზე, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია, რომელსაც გედევან ფოფხაძე ხელმძღვანელობს, მთელი თავისი აპარატით და სამუშაო სივრცეებით ეკა ბესელიას განკარგულებაში გადავიდა. ბესელიამ არ იკმარა ფოფხაძის ავტომობილის მიტაცება და ახლა მისი კაბინეტი და კომისიის აპარატი არაფორმალურად გადაიბარა. სწორედ ამ ოთახში მუშაობს ის, ხვდება სტუმრებს, ერთვება სატელევიზიო ეთერში და თათბირობს. სამუშაო შეხვედრებს კი, რითაც, ერთი შეხედვით, ძალიან დატვირთულია მისი კალენდარი, ტექნიკურად სწორედ ამ კომისიის თანამშრომლები უზრუნველყოფენ და ეს მაშინ, როცა ამ კომისიის ბოლო აქტივობა პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე მხოლოდ 2018 წლის 4 ივნისით თარიღდება.
უნდა ითქვას, რომ დროებითი კომისიის თავმჯდომარის ოთახი, კეთილმოწყობით, არაფრით ჩამოუვარდება საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეების სამუშაო ოთახებს - აქვს ინდივიდუალური სველი წერტილი, მოსასვენებელი ოთახი, იზოლირებული სამდივნო, დიდი სათათბირო სივრცე და რიგითი დეპუტატების სამუშაო ოთახებთან შედარებით 4-ჯერ დიდია.
სულ რამდენიმე დღის წინ კი, ეკა ბესელიას გედევან ფოფხაძისთვის კომისიის აპარატის საშტატო ნუსხა და სახელფასო ბადეც მოუთხოვია, ძნელი მისახვედრი არ არის, რატომ. თავის მხრივ, გედევან ფოფხაძე მზად არის ეკა ბესელიას სასარგებლოდ ყველაფერი დათმოს. მათ შორის, ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტი, სამსახურეობრივი ავტომანქანა და პირადი კაბინეტიც, თუმცა მას, როგორც ჩანს, ამის გამო ერთი ცნობილი ლიტერატურული პერსონაჟისა არ იყოს (თავადი თეიმურაზ ხევისთავი “ჯაყოს ხიზნებიდან”), არანაირი დისკომფორტი არ ექმნება და, თუ ბესელიას არც ფოფხაძის კომისიის რესურსი არ იქნება სამყოფი, მზად არის ბორჯომის სამაჟორიტარო ბიუროც მას დაუთმოს. აკი, ამის პირველი ნიშნები უკვე სახეზეა - სულ ახლახანს, 16 იანვარს გედევან ფოფხაძემ თავის სამაჟორიტარო ბიუროში ახალი თანამშრომელი - მარიამ ნონიკაშვილი აიყვანა, რომელიც ბორჯომის ნაცვლად პარლამენტის თბილისის სასახლეში დადის სამუშაოდ. მარიამ ნონიკაშვილი ეკა ბესელიას დიშვილია და სწორედაც რომ ეკა ბესელიას თანაშემწის ფუნქციების შესრულებით არის დაკავებული. ცხადია, ბორჯომის ბიუროსთან და მით უმეტეს, ბორჯომელებთან, მას არანაირი კავშირი არ აქვს.
ხომ არ შეიცავს ეს ფაქტები სამსახურეობრვი და ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივი, პირადი ინტერესებისათვის გამოყენების ნიშნებს? რაში იხდიან გადამხდელები ფულს? საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია იდგეს სახელმწიფოს სამსახურში, იცავდეს დევნილთა ინტერესებს, თავისი წვლილი შექონდეს დეოკუპაციის პროცესში, თუ ეკა ბესელიას პირადი ამბიციების დაკმაყოფილებას ემსახურებოდეს? ამ კითხვებზე პასუხებს ალბათ საზოგადოებასთან ერთად შესაბამისი ორგანოები გასცემენ, ჩვენ კი რიტორიკული კითხვა შეგვიძლია დავსვათ - ის ადამიანები, ვინც ღიად აცხადებენ რომ მათთვის სამართლიანობა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულება არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ამ დროს კი პირადი კომფორტისთვის მზად არიან ყველაფერზე წავიდნენ, მათ შორის, საკუთარი თანამოაზრეები და უახლოესი “მეგობრებიც” კი გაწირონ, არიან კი გულრწფელები თავიანთ განცხადებებში და რეალურად, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და “მაღალი სტანდარტების” დამკვიდრება აინტერესებთ, თუ სასამართლოს საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევა დაისახეს მიზნად? რათა საკუთარი სუბიექტური ინტერესების ხარჯზე, კიდევ უფრო მეტი უკანანობა და უსამართლობა დაიკანონონ.
https://www.facebook.com/permalink.php?stor...9976&__tn__=K-R
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3