სახელმწიფოს 68 კომპანიამ 2017 წელი 563 მლნ-იანი ზარალით დაასრულა
ფოტო: მამუკა ბახტაძე / Facebook
1.9Kწაკითხვა433გაზიარება
სახელმწიფო 68 კომპანიამ 2017 წელი 562,937 მლნ ლარის ოდენობის ზარალით დაასრულა. ეს ინფორმაცია 2018 წლის ფისკალური რისკების ანალიზში წერია, რომელიც მთავრობამ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს დაურთო.
2012-2017 წლებში მხოლოდ 2012 წელია გამონაკლისი, როცა ეს კომპანიები ჯამური შემოსავლებით მოგებაზე გავიდნენ.
ფოტო: ფისკალური რისკების ანალიზი
"აღსანიშნავია, რომ ზარალი გამოიწვია აუდიტორული კომპანიის მიერ აქტივების ჩამოფასების ოპერაციამ. კონკრეტულად, საქართველოს რკინიგზის შემთხვევაში აუდიტორული კომპანია KPMG-ს მიერ ფუჭ აქტივად იქნა აღიარებული 382,6 მლნ ლარის 2010-2012 წლებში წარმოებული მშენებლობა, ხოლო საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის შემთხვევაში 250,1 მლნ ლარის", — აღნიშნულია დოკუმენტში.
ამავე დოკუმენტის ინფორმაციით, თუ ეს "ფუჭი აქტივები" გათვალისწინებული იქნება მონაცემებში, მაშინ 68 კომპანიის ჯამური მოგება 70,6 მლნ ლარი იქნება.
<a href='https://on.ge/story/32211-სახელმწიფო-68-კომპანიამ-2017-წელი-563-მლნ-ანი-ზარალით-დაასრულა?fbclid=IwAR3Wtbh0B1W1JSOeMKAsY9_jvyBr8VvY_jOVPBkmvI9V-jPwyuTCau2ry_0' target='_blank' rel='nofollow'>https://on.ge/story/32211-სახელ
ორ მილიარდამდეა მინუსი 5 წლის განმავლობაში
ამ კომპანიების შეფები კი დიდ ხელფასებს იღებენ
საგიჟეთია მა რა არის

პისი
ძველი ცხრილიც დააგდეთ რა ვინმემ
პიპისი
არ ილანძღოთ
2015 წელი უარესი იყო
ეხლა წინ სვლაა
