იყიდება ფანრიანი ნოკია. ნავაროტებში: ფერადი ეკრანი, ბუდილნიკი, კალკულატორი, კალენდარი, საათი on display, სმს, ზარი და ფანარი, ბონუსი 3 თამაში. კიდე ბევრი ფუნქცია აქვს უბრალოდ რომ არ ვიყენებდი ამ ფუნქციებს არ მახსოვს, მყიდველი თავად აღმოაჩენს!
https://www.gsmarena.com/nokia_1616-3007.phpმოყვება ყუთი იმეი ემთხვევა, ორიგინალი დამტენი და საბუთები, (ყურსასმენი სიმამრს მივეცი ამიტომ სრული კომპლექტაცია არაა

)
ნაყიდია ალტაში 8 წლის უკან გარანტია გაუვიდა 7 წლის უკან, ... ამერიკული არაა!!!!!
ელემენტი ზავოდიდან რაც გამოვიდა ისევ ისე მუშაობს, 800 mah. ლოდინი, ზარი, სმს რეჟიმში ძლებს 10 დღე, ფანრის რეჟიმში 3 დღემდე (ფანარი დამრჩა ჩართული უბრალოდ და ეგრე გაიტესტა).
ეკრანი ფანრიანი ნოკიის ფლაგმანებს როგორც შეესაბამება 1.8 დუიმი
არი დანავარდნი 500 ჯერ მაგრამ ერთხელაც პატარა ნაკაწრი გაუჩნდა ეკრანზე რომელიც ხელს არ უშლის მუშაობაში, (ბზარი არაა)
უკანა ხუფი ხოდზეა სკოჩი არ ჭირდება
წყალში ჯერ არ უბანავია მაგრამ თუ ვინცობაა ვინმეს ჩაგივარდებათ ბრინჯს მოვაყოლებ 2 ლარის (ჩემი სუფრის)
მყიდველს თვალწინ დაუგდებ და გავტესტავ გამძლეობაზე
ბოლო ფასი: 120 ლარი, ვისაც ვაჭრობა გევასებათ 100 ლარად გაგატანთ ოღონდ უნდა მევაჭროთ ისე მუღამი არააქ

ამაზე ნაკლებად არ მიღირს გაყიდვა, ბევრი რამე გამოვიარეთ ერთად, ბევრი მოგონება მაკავშირებს და თუ საიმედო ხელში არ მოხვდა (საიმედო ხელი არის ვისაც აღნიშნული თანხა ემეტება) მაშინ დავიტოვებ ჩემთვის და კიდე ერთი 8 წელი ვივლი კაკ მინიმუმ

მაღაზიაში მგონი ბოლოს 8 წლის უკან, 80 ლარი ღირდა 20-40 ლარს ვუგებ
მევასება ჯანსაღი კონკურენცია ამიტომ თემა გაიფინეთ როგორც გინდათ

ფასი მაინც არ დააკლდება და დამტენი და ყუთი საჩუქარია ცალკე არ გაიყიდება ტელეფონი (ყუთი ხელუხლებელია მტვერს გავწმინდავ ზემოდან, დამტენი საკაიფოდ ტენის).
ან დავამატებ 300 ლარს და გავცვლი იდეალურ pixel-ში ან 350 ლარს pixel xl-ში ასევე იდეალურში, სხვა მსგავსი გოდა ტელეფონებსაც განვიხილავ
პ.ს. ყველას გილოცავთ ახალ წელს და დამდეგ შობას
This post has been edited by gigaloz on 6 Jan 2019, 12:12
მიმაგრებული სურათი