FB-ზე წავაწყდი.
თქვენც ნახეთ
იმედია აქ რაც წერია სიმართლეა და არაა მოდელირებული.
შობა-ახალ წლის მობრძანებას ვულოცავ სრულიად საქართველოს!!!
გალის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლე ფეისბუქზე მესიჯს გვიგზავნის:
„გალის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ვცხოვრობ. სკოლაშიც აქ დავდივარ და მომავალ წელს სასწავლებლად თბილისში ჩამოვდივარ. 27 სექტემბერს მეთორმეტე კლასელების ორ დღიანი ფორუმი იყო სოხუმში, სახელად „მომავლის აფხაზეთი“. როგორც წარჩინებული მოსწავლე მეც მომეცა შესაძლებლობა დავსწრებოდი ამ ფორუმს. გალიდან სამი მოსწავლე წავედით და მთელი გზა ვფიქრობდი, როგორ შევძლებდი ღირსეულ გამოსვლას ფორუმზე და როგორ ვიტყოდი ჩემს სათქმელს და არა მარტო ჩემს სათქმელს, არამედ მთლიანად საქართველოს ტკივილს.
დაიწყო ფორუმი და აფსუების სრული დომინანტობაც იგრძნობოდა დარბაზში. ყველა შეკაზმული იყო ისე, ვითომ მართლაც დამოუკიდებლობას აღნიშნავდნენ. მეცინებოდა, მაგრამ ამავდროულად ველოდებოდი ჩემს გამოსვლას. ვიცოდი, რომ ნეგატიური დამოკიდებულება მოყვებოდა ჩემს სათქმელს, მაგრამ მაინც არ გავჩერდებოდი, ან დღეს ან არასოდეს. გამოდიოდნენ მოსწავლეები და უდიდესი ემოციებით საუბრობდნენ აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე. რამდენიმე გამომსვლელმა გაჭირვებასა და ეკონომიკურ კრიზისზე ისაუბრა და მთავარ გამომწვევ მიზეზად საქართველო დაასახელა. უამრავჯერ დასდეს ბრალი ქართულ მხარეს, რომ ისინი ბლოკადაში აქცევენ მათ და ამიტომ ვერ ხდება ინვესტიციების მოზიდვა. როგორც იქნა მომიწია რიგმა. გამოვედი და დამსწრე საზოგადოებას სამ ენაზე მივესალმე, ქართულად, აფხაზურად და რუსულად. უსიამოვნო სახეები მაშინვე დავინახე. დავიწტე საუბარი: ჩვენ ვართ კავკასიელი ხალხი, რომელთა კულტურა, ტრადიცია და ეთნოსი იმაზე მეტი ხნისაა, ვიდრე რომელიმე ევროპული ან თუნდაც რუსეთის იმპერიალისტური ქვეყნისა. გარე ძალების მიზანმიმართულმა ქმედებამ განაპირობა კავკასიელი ხალხის დაპირისპირება. თვალნათელია ის, რაც დაყავი და იბატონეს პრინციპით მიმდინარეობს რუსეთის მიერ. ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში აქტიურად მოქმედებდნენ ცარისტები და მუდამ ქმნიდნენ ხელოვნურ ომებს. 1990-იანი წლებიდან იწყება კავკასიის აქტიური ჩაბმა იმ კამპანიაში, რომლის მიხედვითაც ყველა მოსაზღვრე რესპუბლიკას სადავო მიწები და შემდეგ დაპირისპირება უნდა ჰქონდეთ ერთმანეთან. შემდეგ კი ვხედავთ იმას, როგორ გვევლინება რუსეთი „მომრიგებლის“ როლში. რუსეთის უხეში ჩარევით დაიწყო ქართველებსა და აფხაზებს შორის ომი. არასდროს ყოფილა ისტორიის მანძილზე შემთხვევა, როდესაც ქართველების მიზეზით რომელიმე ეთნოსი დაჩაგრულიყო. ამავე წლებში დაიწყო ყარაბახის ომი, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. შუა აზიაში განვითარებული მოვლენებიც ცნობილია. ყველასათვის ცნობილია, თუ რა ხდება ჩრდილოეთ კავკასიაში. უმწვავესი ურთიერთობა აქვთ ოსებს, ინგუშებს და ჩეჩნებს. უნდა შევიგნოთ, რომ კავკასიელი ხალხი ერთნი ვართ და ჩვენი გაერთიანება არ აწყობს მხოლოდ რუსეთს. აფხაზებიც და ქართველებიც მოგვატყუეს და იმ ომში ჩაგვრთეს, რომელშიც ორივე მხარე წაგებული გამოვედით.“
ჩემი მოსაზრების მომწონებელი გამოჩნდა მაშინვე, გაგიკვირდებათ და გოგონა იყო, მას მეორე მოჰყვა, მესამე და ბოლოს დარბაზი გაიყო, სადაც ისმოდა შეძახილები: მოღალატეები ხართ, წადით თბილისში და ეტრფიალეთ ქართველებს და მათ ლიბერალურ მთავრობას. სიტუაციის განეიტრალება მასწავლებლებმა და ორგანიზატორებმა სცადეს, თუმცა ჩემზე მეტად აფხაზები (აფსუები) აქტიურობდნენ უკვე.
ერთ-ერთი აფხაზი გოგონა: – დავიღალეთ ამ ტყუილებში, რომ დამოუკიდებლები ვართ და ღირსეულ გარემოში გვიწევს ცხოვრება. მესმის ჩვენი მშობლების, რადგან მათ ნახეს ომი, მაგრამ არ დამავიწყდება ბაბუაჩემის სიტყვები, რომ ქართველი არასდროს გვიმტრობს და რუსი არასდროს იქნება მშვიდობისმყოფელიო. ვიცი, რომ მოჩვენებითია ეს ყველაფერი და რუსეთს პოლიტიკური ვაჭრობის გამო ვჭირდებით, თორემ ჩემზე კარგად იცით, თუ რა გაუკეთა აფხაზეთს. შეხედეთ ბათუმს და შეხედეთ გაგრას, სხვაობას დაინახავთ, თუ რა განსხვავებაა რუსსა და ქართველს შორის. ვიცით, თუ როგორი ლიბერალური მთავრობა და ოპოზიციაა საქართველოში, მაგრამ მე ნათესავები მყავს ქუთაისში და მათგან ვიცი ყველაფერი, თუ როგორი სიმპატიებითაა განწყობილი იქაური ახალგაზრდობა ჩვენს მიმართ. ორი თვეა ქართულის სწავლა დავიწყე და აუცილებლად წავალ თბილისში სასწავლებლად, რადგან რუსეთის მარწუხებს დავაღწიო თავი. შესაძლოა მეც არ მინდოდეს ამ ეტაპზე აფხაზეთის შეერთება საქართველოსთან, მაგრამ არც იმას დავუშვებ, რომ ისინი ტყუილად ვლანძღო. ისიც კარგად იცით, თუ როგორი კლიპები გაუშვეს ამ დღეებში ტელევიზიით და როგორ აძულებენ ქართველებს მთელს აფხაზეთში. ჩემი მეზობელი თბილისში გადაარჩინეს სავადმყოფოში, რომელსაც სოხუმში ვერავინ დაადო ხელი. უფასოდ უმკურნალეს და არაფერს აკლებდნენ. გაოგნებული ჩამოვიდა, სულ სხვა რეალობა დახვდა და აქ სულ სხვა სურათს ხატავენ აფხაზები და რუსები. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ქართველებს არანაირი დანაშაული მიუძღვით ჩვენს წინაშე, რადგან ვხედავ როგორ ბინძურ კამპანიას აგებენ მათ მიმართ. ერთადერთი რაც შემიძლია უყუარყოფითი ვთქვა ის არის, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად უწყობს ხელს ლგბტ პირებს, ასევე აქტიურად მიდის უცხოელების ჩასახლება ქართულ მიწებზე და როგორც ჩემი ახლობლისგან ვიცი მათ ყველანაირი პრივილეგია აქვთ. რითი განსხვავდება იქაური მდგომარეობა აქაურისგან? აქ სომხები და რუსები ჩვენზე მეტს წარმოადგენენ. საბოლოოდ ვიტყვი, რომ საქართველოს მთავრობაც და აფხაზეთის მთავრობაც საერთო მტერია ჩვენი.
აი ასეთი გამოვიდა ჩემი ორ დღიანი სტუმრობა სოხუმში. მეორე დღესვე გამოგვამგზავრეს გალისკენ და აღარ დაგვასწრეს ფორუმს. როგორც მოსალოდნელი იყო დიდი საყვედური გამოუგზავნეს სოხუმიდან ჩვენს სკოლას. მეტს აღარ მოვყვები თუ რა ხდებოდა იქ, მგონი ნათლად დაგვანახა იმ გოგონამ, რეალურად რას ფიქრობს ახალგაზრდობა. ბოლოს კი ვიტყვი იმას, რომ ჩვენს დაახლოვებას უდიდეს ზიანს პოლიტიკოსები აყენებენ.“
რაღა დავამატოთ, მეგობრებო? მგონი სათქმელი ითქვა.
https://www.facebook.com/groups/14505577752...40/?__tn__=CH-R
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3