ტკივილგამაყუჩებელ კეტონალის გვერდითი ეფექტები

გვერდითი მოქმედება
არასელექტიური აასპ-ით მკურნალობასთან დაკავშირებით, იყო შეტყობინებები შეშუპების, მაღალი არტერიალური წნევის და გულის უკმარისობის შესახებ.
მძიმე გვერდითი ეფექტების განვითარებისას მკურნალობა უნდა შეწყდეს.
არასასურველი ეფექტები განაწილებულია ორგანოების სისტემეების კლასების, გავრცელების სიხშირის და დაღმავალი სიმძიმის შესაბამისად: ძალიან ხშირი (≥ 1/10); ხშირი (≥ 1/100, <1/10); არც ისე ხშირი (≥1/1000, <1/100); იშვიათი (≥ 1/10 000, <1/1 000); ძალიან იშვიათი (<1/10 000); სიხშირე დადგენილი არ არის (სიხშირე არ შეიძლება დადგენილი იქნას არსებული მონაცემების თანახმად).
დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრიდან
- იშვიათი: პოსტჰემორაგიული ანემია;
- სიხშირე დადგენილი არ არის: აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, ძვლის ტვინის უკმარისობა.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრიდან
- სიხშირე დადგენილი არ არის: ანაფილაქტიური რეაქციები (შოკის ჩათვლით).
ფსიქიკის დარღვევები
- სიხშირე დადგენილი არ არის: განწყობის ცვალებადობა.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრიდან
- არც ისე ხშირი: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა;
- იშვიათი: პარესთეზია;
- სიხშირე დადგენილი არ არის: კრუნჩხვენი, დისგევზია.
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრიდან
- იშვიათი: მხედველობის არასიმკვეთრე (იხ. „განსაკუთრებული მითითებანი და უსაფრთხოების ზომები“).
დარღვევები სმენის ორგანოს მხრიდან და ლაბირინთული დარღვევები
- იშვიათი: ყურებში ზანზარი.
დარღვევები გულის მხრიდან
- სიხშირე დადგენილი არ არის: გულის უკმარისობა.
დარღვევები სისხლძარღვების მხრიდან
- სიხშირე დადგენილი არ არის: არტერიალური ჰიპერთენზია, ვაზოდილატაცია.
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების მხრიდან
- იშვიათი: ბრიონქიალური ასთმა;
- სიხშირე დადგენილი არ არის: ბრონქოსპაზმი (განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებსაც ახასიათებთ ჰიპერმგრძნობელობა აცეტილსალიცილის მჟავის და სხვა აასპ-ის მიმართ), რინიტი.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან
- ხშირი: დისპეფსია, გულისრევა, მუცლის ტკივილი, ღებინება;
- არც ისე ხშირი: ყაბზობა, დიარეა, მეთეორიზმი, გასტრიტი;
- იშვიათი: სტომატიტი, პეპტიდური წყლული;
- სიხშირე დადგენილი არ არის: წყლულოვანი კოლიტის და კრონის დაავადების გამწვავება, კუჭ-ნაწლავური სისხლდენები და პერფორაცია, მელენა, სისხლნარევი ღებინება.
ყველაზე ხშირ არასასურველ რეაქციებს განეკუთვნება რეაქციები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან. შესაძლებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტში პეპტიდური წყლულების, პერფორაციების და სისხლდენების განვითარება, რომლებიც ხანდახან, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, შეიძლება სასიკვდილო იყოს (იხ. „განსაკუთრებული მითითებანი და უსფრთხოების ზომები“).
დარღვევები ღვიძლის და ნაღველმდენი გზების მხრიდან
- იშვიათი: ჰეპატიტი, ტრანსამინაზების მომატება, შრატის მომატებული ბილირუბინი ჰეპატიტის შედეგად.
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრიდან
- არც ისეთი ხშირი: გამონაყარი, ქავილი;
- სიხშირე დადგენილი არ არის: ფოტოსენსიბილიზაციის რეაქცია, ალოპეცია, ჭინჭრის ციება, ანგიონევროტული შეშუპება, ბულოზური რეაქციები, სტივენს-ჯონსონის სინდრომის ჩათვლით და ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი.
დარღვევები თირკმელების და შარდმდენი გზების მხრიდან
- სიხშირე დადგენილი არ არის: მწვავე ფორმის თირკმლის უკმარისობა, ტუბულოინტერსტიციალური ნეფრიტი, ნეფრიტული სინდრომი, თირკმელების ფუნქციონალური მდგომარეობის ტესტის მაჩვენებლების გადახრები.
საერთო აშლილობები და დარღვევები შეყვანის ადგილას
- არც ისე ხშირი: შეშუპება;
- სიხშირე დადგენილი არ არის: დაღლილობა.
ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური მონაცემები
- იშვიათი: სხეულის მასის მომატება.
მონაცემები ცხადყოფს, რომ რიგი არასელექტიური აასპ-ს გამოყენება (განსაკუთრებით მაღალი დოზებით და ხანგრძლივი დროის განმავლობაში) შეიძლება არტერიული თრომბოზის მომატებულ რისკს უკავშირდებოდეს (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი) (იხ. „განსაკუთრებული მითითებანი და უსაფრთხოების ზომები“).