ლიზარდმა წინა სეზონზე /შემოდგომაზე/ გახნა თემა იმ მუსიკაზე, რომელიც უხდება შემოდგომას.
ამ სეზონზე, ანუ ზამთრის მუსიკაზე მე გავხსნი თემას იმ იმედით, რომ ლიზარდს არ ეწყინება : )
აქ დავდებთ იმ მუსიკას, რომელიც 4ვენი აზრით უხდება ზამთარს : )
ვისაც გაგიხარდათ ზამთრის მოსვლა 2კისს და ვისაც არა მშვიდობიანად გადატანას გისურვებთ .)
თემის სათაური 4ემი უსაყვარლესი მწერალი / ასევე მხატვარი,ფოტოგრაფი,რეჟისორი/ ქალის, ფორუღ ფაროხზადის ამავე სახელწოდების ლექსიდან არის აღებული. რამოდენიმე თემაში დავდე ნაწყვეტები, მაგრამ ამ თემისთვის თავიდან ბოლომდე : ) არ ვიცი რამდენად წაიკითხავთ, მაგრამ ვიცი, ღირს... ბოლო 2 წლის მანძილზე პირველად შავად : )
ეს მე ვარ –
მარტოსული ქალი –
ცივი სეზონის ზღურბლთან,
მიწის ჭუჭყიანი არსებობის,
ზეცის ნაღვლიანი, მარტივი სასოწარკვეთისა
და ამ ვერცხლისფერი ხელების
შეცნობის დასაწყისში.
დრო გავიდა.
დრო გავიდა და საათმა ოთხჯერ 4ამორეკა.
ოთხჯერ 4ამორეკა.
დღეს დეკემბრის პირველი დღეა.
მე ვიცი ცივი სეზონონების საიდუმლო
და მესმის წამების იდუმალი ენა…
მხსნელი საფლავში წევს და მიწა
მიწა-მიმღებელი-
მინიშნებაა-ღვთიურ სიმშვიდეზე.
გამოხდა ხანი და საათმა ოთხჯერ 4ამორეკა.
ქუ4აში ქარი ქრის,
ქუ4აში ქარი ქრის
და მე ვფიქრობ იმაზე, როგორ აირ4ევენ მეწყვილეს ყვავილები,სისხლნაკლულ, გამხდარღეროებიან ბაღებზე,
კაცზე, რომლის ძარღვთა ცისფერი ქსელებიც
მკვდარი
გველებივით
ყელის ორივე მხრიდან ზემოთ მიცურავენ
და მისი მოცახცახე საფეთქლები
იმავე სისხლიან უმაქნისობას იმეორებენ უსასრულოდ.
-სალამი!
-სალამი! –
და მე ვფიქრობ, როგორ ირ4ევენ მეწყვილეს ყვავილები.
სუსხიანი სეზონის ზრურბლთან
სარკეთა პანაშვიდისა
და ფერდაკარგულ გამოცდილებათა სამგლოვიარო შეკრებაზე,
ამ დუმილის ცოდნით დახუნძლულ საღამოს,
როგორ შეიძლება იმას, ვინც მიდის
ასე –
ამტანი,
მძიმე,
თავაღერილი –
შეჩერების ბრძანება მისცე.
როგორ შეიძლება, კაცს უთრა, რომ
ცოცხალი არ არის
და არც არასდროს ყოფილა ცოცხალი.
ქუ4აში ქარი ქრის…
ეული, გარიყული ყვან4ალები
ბოლთას სცემენ მოხუც, უგუნებო ბაღებში.
და კიბესაც რა საცოდავი, საწყალი
სიმაღლე აქვს.
ამ კიბეებმა გულის მთელი მიამიტობა
თან წაიყოლეს – მაღლა-მაღლა,
ზღაპრის კოშკამდე
და ახლა როგორ,
მარტოკაცმა როგორ იცეკვოს,
თავის ბავშვობის ნაწნავები
როგორ 4აყაროს წარმავალ წყლებში,
ვაშლი, რომელიც მოწყვიტა დასუნა კიდეც,
აბა მითხარით,
ფეხით როგორ უნდა გათელოს?!
ო, მეგობარო,
ერთადერთო მეგობარო,
მზის წვეულების დღეს ეს რა შავი ღრუბელები
4ასაფრებიან ავი მოლოდინით;
თითქოს წარმოსახვითი ფრენის სავალზე
ერთ დღესაც გამო4ნდა ის უცხო ფრინველი
თითქოს ოცნების მწვანე ხაზებით
იყვნენ მოქსოვილი ის ლორთქო ფოთლები,
ნიავის ვნებაში რომ სუნთქავდნენ,
თითქოს, იის კოცონი,
ფანჯარათა სუფთა მეხსიერებაში რომ იწვოდა,
სხვა არა იყო რა,
4ირაღდანის უმწიკვლო წარმოსახვის გარდა.
ქუ4აში ქარი ქრის.
ეს განადგურების დასაწყისია;
იმ დღესაც, შენი ხელები რომ გა4ანაგდა,
ქარი ქროდა.
და როცა საყვარელი ვარსკვლავებიც, მუყაოს ვარსკვლავებიც კი
ცაზე ყასიდად იწყებდნენ თრთოლვას,
როგორ უნდა შეაფარო თავი
თავგა4ეხილი მოციქულების ქადაგებებს
ჩვენ ასეული წლების წინათ მკვდრებივით
შევეყრებით ერთმანეთს და
იმ დროს,
მზე 4ვენი სხეულების ხრწნილების განკითხვას დაიწყებს.
მე მცივა,
მცივა და მგონია, რომ ვერასდროს 4ავთბები.
ო, მეგობარო,
ერთადერთო მეგობარო,
‘ის ღვინო განა რამდენი წლის იყო?!’
შეხედე აქ დროს
რამხელა წონა აქვს
და თევზები ხორცებს როგორ მიღეჭავენ…
რად მაკავებ ყოველთვის ღვის ფსკერზე? –
მცივა და მომბეზრდა სადაფის საყურე.
მცივა და ვიცი, რომ
ერთი ველური ყაყაჩოს მთელი წარმოსახვებიდან
არაფერი დარ4ება რამდენიმე წვეთი
სისხლის მეტი.ხაზებს თავს დავანებებ,
რიცხვების თვლასაც – ასევე – თავს დავანებებ,
შეზღუდული გეომეტრიული ფიგურებიდან თავდაღწეული
თავს შესაძლებლობის გრძნობით სივრცეებს შევაფარებ.
მე შიშველი ვარ, შიშველი, შიშველი…
შიშველი, როგორც საალერსო სიტყვებს შორის
4ამოვარდნილი სი4უმე
და სიყვარულისგანაა მტელი 4ემი ჭრილობები,
სიყვარულისგან, სიყვარულისგან, სიყვარულისგან.
მე გამოვარიდე ეს მოხეტიალე კუნძული
ოკეანის ღელვასა და
მთათა 4ამოქცევას.
ნაწილ-ნაწილ დაფლეთვა იყო
იმ მთლიანი არსებობის საიდუმლო,
რომლის ყველაზე უბადრუკი ნაფლეთისგან
მზე გა4ნდა ამქვეყნად…გამარჯობა, უბიწო ღამევ!
გამარჯობა, ღამევ, რომელიც
ტრამალის მგელის თვალებს
რწმენისა და ნდობის გამძლე გუგებად ქმნი.
და შენი ნაკადულების ნაპირებზე
ტირიფების სულები
სუნავენ ნაჯახების ალერსიან სულებს.
მე ხმების, სიტყვების და ფიქრების უგულისყურობის სამყაროდან მოვდივარ,
ეს სამყარო ასპიტთა ბუდეს ჰგავს,
ეს სამყარო იმ ხალხის ფეხის ხმითაა სავე,
რომლებიც ცხადად გკოცნიან
ფიქრში კი სახრ4ობელის მარყუჟს გინასკვავენ.
გამარჯობა, უბიწო ღამევ,
ფანჯარასა და მზერას შორის
მუდამ მანძილია.
რატომ არ შევხედე? –
მაშინდელივით, კაცმა რომ სველ ხეებს გვერდი აუარა.
რატომ არ შევხედე?
თითქოს დედა4ემს ეტიროს იმ ღამით;
იმ რამით, ტკივილამდე რომ მივაღწიე
და 4ანასახს ფორმა რომ მიეცა.
იმ ღამით, როცა აკაციის ყვავილების პატარძლად ვიქეცი,
იმ ღამით, როცა ისპაჰანი სავეს იყო
ცისფერი შორენკეცების ლივლივით.
ხოლო მე მას სარკეში ვხედავდი:
სარკესავით წმინდა იყო და ნათელი,
მოულოდნელად რომ დამიძახა
და მე აკაციის ყვავილთა პატარძლად ვიქეცი.თითქოს დედა4ემს ეტიროს იმ ღამით.
რა ფუჭი ნათელი გამოკრთა
იმ დასაზღვრული,
4არ4ოში მოქცეული პატარა სარკმლიდან.
რატომ არ შევხედე?
ბედნიერების ყველა წუთმა იცოდა,
რომ შენი ხელები გა4ანაგდებოდა,
მე კი მანამადე არ შემოგხედე,
ვიდრე საატის სარკმელი არ გაიხსნა
და სევდიანმა გუგულმა ოთხჯერ არ დაიძახა.
ოთხჯერ დაიძახა
და მე იმ პატარა ქალბატონს შევე4ეხე.
ნეტავ, კიდევ თუ დავივარცხნი ქარში 4ემს ნაწნავებს,
ნეტავ კიდევ თუ დავთესავ ბაღ4აში ია-იებს
და შანდლებს ზეცაში,
ფანჯრის რაფაზე,
კიდევ თუ შემოვდგავ.
ნეტავ, კიდევ თუ წაიყვანს ზარი 4ემს კარებს
ხმის მოლოდინისკენ…
დედა4ემს ვუთხარი: -ამის მერე მორ4ა!
ვუთხარი:
-შემთხვევა ყოველთვის მანამ ხდება,
ვიდრე რამეს გაიფიქრებდე!
გაზეთებს სამძიმარი უნდა გავიგზავნოთ!
ცარიელი კაცი,
ცარიელი კაცი –
ნდობით აღსავსე.
შეხედე: მისი კბილები ღეჭვისას,
როგორ წკრიალებენ,
როგორ უხდება თვალები –
თვალისგაშტერებისას –
და როგორ უვლის გვერდს სველ ხეებს:
მომთმენი,
მძიმე
და თავაღერილი
ოთხ საათზე,
იმ წამს,
როცა მისი ძარღვების ცისფერი ძაფები
ყელის ორივე მხრიდან
ზემოტ მიცოცავენ
და მისი მფეთქავი საფეთქლები
იმეორებენ
იმ სისხლიან სიცარიელეს.
-გამარჯობა!
-გაგიმარჯოს!
როდესმე დაგიყნოსავს
ის ოთხი ცისფერი ტიტა?
ხანი გამოხდა და ღამე
აკაციის შიშველ ტოტებზე 4ამოვარდა.
ღამეს ფეხი უცურავდაფანჯრის მინებზე და
წინა დღის ნარ4ენებს იყრიდა შიგანში
საიდან მოვდივარ?
საიდან მოვდივარ, რომ
ასე ვყარვარ რამის უამური სუნით?!
ჯერ იმის სამარას პირი არ შეუკრავს;
იმ ორი ახალგაზრდა თოთო ხელის სამარეზე გეუბნები….რა კეთილი იყავი, მეგობარო,
ერთადერთო მეგობარო…
რა კეთილი იყავი, როცა ტყუილს ამბობდი,
რა კეთილი იყავი, სარკეთა ქუთუთოებს რომ ხუჭავდი,
ჭაღებს ხსნიდი მავთულთა ღეროებიდან
და სიბნელეში, ჩემს მ4აგვრელს სიყვარულის იალაღებზე მიუძღვოდი.
ვიდრე ის რეტიანი კვამლი,
წყურვილის ხანძარმა რომ მოიყოლა,
სიზმრის მინდორზე არ 4ამოწვა.
ის მუყაოს ვარსკვლავები
უსასრულო წრის გარშემო ბრუნავდნენ,
სიტყვები ხმით რატომ წარმოითქმის?
მზერა დანახვის სახლში რად ასტუმრეს?
რატომ ახადეს ნამუსი მოფერებას
ნაწნავტა სიმორცხვით?..
შეხედე: იმისი სული,
ვინც სიტყვებით ილაპარაკა,
მზერით რეკა,
მოფერებით კი გახედვნისაგან განისვენა,
აქ – როგორ ჯვარცმულა
ზმანებათა ისრებით.
შენი იმ ხუთი თითის ნაკვალევი კი,
ჭეშმარიტების ხუთი სიტყვასავით რომ იყვნენ,
დღემდე ლოყაზე როგორ ა4ნევია!დუმილი რა არის, რა არის, რა არის?
ო, ერთადერთო, ერთადერთო მეგობარო.
დუმილი სხვა რა არის,
თუ არა ვერთქმული, უთქმელი სიტყვები.
მეც თქმას თავს ვანებებ,
მაგრამ ბეღურების ენა,
ბუნების მორაკრაკე წინადადებათა ცხოვრების ენაა.
ბეღურათა ენა, ესე იგი: გაზაფხული, ფოთოლი,გაზაფხული.
ბეღურათა ენა,ესე იგი: ნიავი, სურნელი, ნიავი.
ბეღურათა ენა ქარხნებში კვდება.
ეს ვინ არის,
მარადიულობის შარაგზაზე,
მონოთეიზმის წამისკენ რომ მიეშურება
და თავისი მარადისობის საათი
გამოკლება-გაყოფის მათემატიკური ლოგიკიტ რომ მოუმართავს.
ეს ვინ არის,
მამლების ყივილი
დილის, თენების დასაწყისად რომ არ მია4ნია
და საუზმის სუნის საწყისად რომ მიი4ნევს?!
ეს ვინ არის,
თავზე რომ სიყვარულის გვირგვინი ახურავს
და საპატარძლო სამოსთა შორის
რომ გახრწნილა?
და აი, როგორც იქნა:
მზემ ერთდროულად არ გაანათა
ორი უიმედო პოლუსი.
შენ დაცარიელდი შორენკეცების
ცისფერი ლიცლიცისგან.
მე ისე სავსე ვარ,
რომ 4ემს ხმაზე ლოცვას აღავლენენ…
ბედნიერი მიცვალებულები,
უგერგილო მიცვალებულები,
მდუმარე, ფიქრიანი მიცვალებულები,
რიგიანად დამხვდური, პეწიანად ჩაცმული, კარგად ნასვამ-ნაჭამი მიცვალებულები.
განსაზღვრული დროჟამის გა4ერებებზე.
დროებითი სინათლეების საეჭვო ნიადაგზე
და ამაოების დამპალ ნაყოფთა სყიდვის ვნებით აღტკინებულნი.
ეჰ…
გზაჯვარედინებზე
რა ადამიანები წუხან მოსახდენზე.
და მუხრუჭების ეს ხმაც,
იმ წამს, როცა კაცი
დროის ბორბალქვეშ უნდა, უნდა გაიჭყლიტოს,
კაცი, რომელიც სველ ხეებს
გვერდს უვლის.
მე საიდან მოვედი?
დედა4ემს ვუთხარი: მორ4ა-მეთქი!
ვუთხარი: სანამ რამეს მოიფიქრებ,
მოსახდენი ხდება!
გაზეთებს სამძიმარი უნდა გავუგზავნოთ!
სალამი მარტოობის ყარიბობავ! –
ოთახს შენ გაბარებ,
რადგან შავი ღრუბლები
მუდამ ახალგანწმენდილი სასწაულების
მოციქულნი არიან.
სანთლის მოწამეობრივი აღსასრული კი
ის ბრწყინვალე საიდუმლოა,
რომელიც ყველაზე უკეთ იცის
უკანასკნელმა და
გამეტებით თავწამოღერილმა
ცეცხლის ალმა.
ვერწმუნოთ,
ვერწმუნოთ
ცივი სეზონის დასაწყისს,
ვერწმუნოთ ოცნების გავერანებულ ბაღებს,
დაღუნულ, უქმად დაყრილ ნამგლებსა
და დატყვევებულ მარცვლებს.
ერთი შეხედე-რა ტოვლი მოდის.
შესაძლოა, ჭეშმარიტება
ის ორი ახალგაზრდა ხელი იყო,
ის ორი ახალგაზრდა ხელი,
მცირედმა თოვლმა რომ 4ამარხა
და თან დაიტანა.
გაისად, გაზაფხულზე,
როდესაც ზეცა ფანჯრისმიღმეთთან სარეცელს გაიყოფს
და ა4ქეფდებიან ერთმანეთის მეტოქეობით
მსუბუქი რტოების მწვანე შადრევნები
კვირტებს დაისხამენ…
ო, მეგობარო,
ერთადერთო მეგობარო,
ვერწმუნოთ ცივი სეზონის დასაწყისს…
--------------------------------------------------------------------------
When I think of winter
I put my hand in my father's glove
I run off
Where the drifts get deeper
Tori Amos