იცით რო აქ აღარ ვპოსტავ რა, ასევთქვათ წავედი პენსიაზე, 
მაგრამ არ შემეძლო არ დამეპოსტა. 
ეს გრიპი ისპანკა გრიპი მძვინვარებდა გასული საუკუნის 10 იან წლებში.
ოოციი მილიონი კაცი მოუკლავს ამ გრიპს.
მათ შორის ყოფილა 38 წლის ჩემი დიდი პაპა. 
კარგი კაცი ყოფილა ცხონებული. 
დღესაც ახსოვთ თბილისში.
23 წლის დაქვრივებული ცოლი და 3 ობოლი დარჩენია. 
გრიპს 4-5 დღეში მოუღია მისთვის ბოლო. 
ყველაფერი ერთად სტკიოდა თურმე საწყალს, მუცლის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, პნევმონია. 
ხოდა მინდა გთხოვოთ რომ დიდი ყურადღება მიაქციოთ ჯანმრთელობას, 
საზ ტრანსპორტით ვინც მგზავრობთ, არ შეგრცხვეთ გაიკეთეთ ნიღაბი, ცვალეთ ხშირად, 
დააწესეთ ხელთათმანის ხმარების კულტურა, რა გგონიათ ხელთათმანს მხოლოდ სიცივისაგან დასაცავად იყენებდნენ?
შეწყვიტეთ მობილურის წკაპუნი საზ ადგილებში. ხელს როდესაც ჰკიდებთ დაინფიცირებულ და ლორწოიან ზედაპირებს მერე ტელეფონზე ჰკიდებთ მერე იმ ხელს იბანთ მერე ისევ ელეფონზე და მერე ნებისმიერ ლორწოვან ზედაპირზე თუ შეიხებთ დაიღუპებით...
რავი ვინმეს თუ დაგაინტერესათ აგერ ეს ბოთლიანი კაცია. 

ძალიან ცნობილი ფოტოა მოგეხსენებათ 
 http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/127713
http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/127713
6. ესპანური გრიპი.
1918 წელი სპეციფიკური იყო გრიპის პანდემიით, რომელსაც ესპანური გრიპი შეარქვეს და მთელს მსოფლიოში გავრცელდა. ისტორიული და ეპიდემიოლოგიური მონაცემები არ გვაძლევს საშუალებას განვსაზღვროთ ვირუსის გეოგრაფიული წარმოშობა. პანდემია გრძელდებოდა 1918 წლის მარტიდან- 1920 წლის ივნისამდე და საერთო ჯამში 20 100 მილიონი (ოცი მილიონ ასი ათასი) ადამიანი დაიღუპა მთელს მსოფლიოში. ამ სასიკვდილო ვირუსის ქვეტიპია (H1N1), რაც იგივეა, რაც დღევანდელი ღორის გრიპი. მსხვერპლი უმეტესად ჯანმრთელ და მოზარდ ადამიანებში იყო, ვიდრე ხანდაზმულებს, დასუსტებულებსა და ბავშვებში.
წყარო:
http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1...A%E1%83%98/167/ This post has been edited by pekineli on 8 Jan 2019, 23:09