ქალმა, რომელიც 14 წელია კომაშია, რამდენიმე დღის წინ იმშობიარა. პოლიცია მოძალადეს ეძებს
ქალი, რომელიც სან კარლოსის აპაჩის ტომის წევრია, უკვე 14 წელზე მეტია კომაში იმყოფება და ცოტა ხნის წინ არიზონას სამედიცინო დაწესებულებაში იმშობიარა. CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ტომის ხელმძღვანელმა განაცხადა.
სან კარლოსის აპაჩის ტომის მეთაური ტერი რამბლერი ამბობს: „როდესაც შენს საყვარელ ადამიანს პალიატიური მზრუნველობა სჭირდება, როდესაც ის მთლიანად სხვებზეა დამოკიდებული, შენ ენდობი მის მომვლელებს, სამწუხაროდ ერთ-ერთი მომვლელი არ აღმოჩნდა სანდო და იძალადა მასზე.“
CNN-ის ინფორმაციით პოლიცია იქ მომუშავე მამაკაცების დნმ-ს ამოწმებს, რათა დაადგინოს თუ ვინ იძალადა პაციენტზე.
ABC-15 თან ანონიმურ ინტერვიუში მისი ყოფილი მომვლელი ამბობს: ” ეს ამბავი შოკისმომგვრელია, და დაუჯერებელია ის ამბავი რომ 9 თვის განმავლობაში ადამიანმა რომელიც მას ბანდა, ვერ შეამჩნია მისი ფეხმძიმობა.”
ფენიქსში მცხოვრები ოჯახის წევრებმა უარი განაცხადეს საჯარო განცხადების გაკეთებაზე, მაგრამ მათი ადვოკატმა Huffington Post-ს უთხრა: “ოჯახი აშკარად აღშფოთებულია, ტრავმირებული და შოკშია მათი ქალიშვილის მიმართ მომხდარი დანაშაულის გამო Hacienda Healthcare- ში. …მისივე თქმით, ბავშვზე ოჯახი იზრუნებს და ის მოსიყვარულე ადამიანებთან გაიზრდება.
ამ ამბის შემდეგ სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა.
https://www.geonewss.com/news/1512/?fbclid=...Ki46aLMMHL0_2nohttps://edition.cnn.com/2019/01/09/us/arizo...nTr5F8AH-sSs4tc
არა არს დაფარულ...