იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, ფიქრის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება რომ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვოს და ამ გადაწყვეტილებით გუშინ შეჩერდა პროცესი, რომელიც მისი აზრით საზიანო იყო და შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის "ნაჩქარევ და გაუმართლებელ პროცესს".
"ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმიტომ, რომ საზოგადოებას გამჭვირვალე პროცესის ხილვის შესაძლებლობა ჰქონდეს და ჩართული იყოს მოსამართლეების მაღალი რეპუტაციის მქონე პირების შერჩევაში", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისი განცხადებით, სია უნდა იყოს გაწვეული და არა შეჩერებული. "სიაში არიან ადამიანები რომლებიც არა მხოლოდ ჩემი შვილის და ძმის პოლიტიკური საქმის მოსამართლეები იყვნენ, არამედ არიან ადამიანები, რომლებიც ჩემი თანამებრძოლების პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე იყვნენ მოსამართლეები", - თქვა ბესელიამ
"უზენაეს სასამართლოს ის მოსამართლეები უნდა ჰყავდეს, რომლებიც არ ემსახურებოდნენ სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
"მე ველოდებოდი და დღეს მივიღე განცხადება ვანო ზარდიაშვილის გადადგომის თაობაზე. იურიდიული კომიტეტის თავმდჯომარის მოვალეობის შესრულებას მე ვერ დავუტოვებდი ამ ადამიანს. ეს განცხადება მივიღე დღეს და ამის შემდეგ ვაკეთებ მეც განცხადებას", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი იყო ის ადამიანი, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდა პოზიცია, რომ პროცესი სამართლიანად, პროცედურის და კანონის დაცვით უნდა წარიმართოს და გადაწყვეტილების მიღების დროს ყველას აქვს საკუთარი პოზიცია.
24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა.
კანდიდატები არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.
სიამ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში კრიტიკა გამოიწვია. 26 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განწესების გადაწყვეტილებას მიმდინარე სესიაზე არ მიიღებს.
https://imedinews.ge/ge/saqartvelo/91118/ek...mdebobas-tovebs