თემა სპორტულია, მაგრამ ვინაიდან აქ დიდი აუდიტორიაა - გავხსნი თემას - ძალოსნობის მსოფლიო ფედერაციამ დაიწყო გამოკითხვა გასული წლის საუკეთესო ძალოსნის გამოსავლენად
ძალოსნობის მსოფლიო ფედერაციამ, 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენის გამოსავლენად ტრადიციული გამოკითხვა დაიწყო.
საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია გულშემატკივარს მოუწოდებს, რომ იაქტიურონ და მხარი დაუჭირონ მსოფლიოს სამ-გზის ჩემპიონსა და რეკორდსმენს, ლაშა ტალახაძეს, რომელიც 2017 წელს ხალხის რჩეული გახდა.
ხმის მიცემის პროცედურა მარტივია. შედიხართ მსოფლიო გაერთიანების ვებ გვერდზე:
1. მონიშნეთ ლაშა ტალახაძე!
2. მონიშნეთ ერთი ნებისმიერი ქალი ძალოსანი!
3. მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი!
4. მიუთითეთ ქვეყანა!
5. მიუთითეთ ელექტრონული ფოსტის მისამართი!
6. ჩაწერეთ ველში ნაჩვენები პაროლი!
7. დააწკაპუნეთ ღილაკზე VOTE!
მხოლოდ ის ხმა მიიღება, სადაც ყველა ველი იქნება შევსებული.
http://recorder.ge/2019/01/11/msoflios-201...-micema-daiwyo/ხმის მიცემა შეგიძიათ მითითებულ ლინკზე:
https://www.iwf.net/best-lifters-2018/ხმის მიცემა 31 იანვრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.