აგერ კანონის განმარტებას თან ახლავს დანართი სადაც მოცემულია მაგალითი თუ როგორ მოხდება დაბეგვრა და რა დაიბეგრება 2%-ით.
დანართი I
დეტალური საპენსიო დეკლარაციის შევსების მაგალითი:
მოცემულობა: დასაქმებულის ხელფასი არის 1,000 ლარი. დამსაქმებელი დამატებით
სარგებლად აძლევს დარიცხულ 100 ლარს საწვავისთვს და ასევე, უფინანსებს ტრენინგს 100
ლარის ოდენობით (არაფულადი სარგებელი). ასევე დასაქმებულმა ბუღალტერს მისცა
დავალება, მისი ხელფასიდან ყოველთვიურად ავტომატურად დააკავოს თანხა 50 ლარის
ოდენობით (სხვა დაკავებული თანხა) და გადარიცხოს სადაზღვევო კომპანიაში.
ზემოაღნიშნული მაგალითის საფუძველზე საპენსიო შენატანის გამოსათვლელი საბაზისო
თანხა დადგინდება შემდეგნაირად: 1000 ლარი (ხელფასი) + 100 ლარი (დამატებითი
სარგებელი) + 100 ლარი (არაფულადი სარგებელი) = 1200 ლარი. დასაქმებულის საპენსიო
შენატანი წარმოადგენს 1200 ლარის 2 პროცენტს, ანუ 24 ლარს. დამსაქმებლის საპენსიო
შენატანი დასაქმებულის სასარგებლოდ შეადგენს 24 ლარს. სახელმწიფოს საპენსიო
შენატანი დასაქმებულის სასარგებლოდ შეადგენს, ასევე 24 ლარს. ჯამში, დასაქმებულის
საპენსიო ანგარიშზე განთავსდება 72 ლარი.
საშემოსავლო გადასახადი დასაქმებულის ხელფასიდან გამოითვლება მხოლოდ საპენსიო
შენატანის გამოკლების შემდეგ და შესაბამისად შეადგენს საპენსიო შენატანის
გამოსათვლელი ბაზის და დასაქმებულის სახელით განხორციელებული საპენსიო
შენატანის სხვაობის 20 პროცენტს, რაც ციფრებში გამოიხატება შემდეგნაირად: (1200-
24)*20% = 235.20 ლარი. შესაბამისად, დასაქმებულის ხელზე ასაღები თანხა გამოითვლება
შემდეგნაირად 1100-24-235.20-50=790.80. პ.ს.
ეხლა მაქს ეგეთი კითხვა, რა საჭიროა დამატებითი სარგებლის და არაფულადი სარგებლის დაბეგვრა საპენსიო პროგრამისთვის?

ამას უბრალოდ რა გამართლება აქვს მე არ მესმის და იქნებ ვინმემ ახსნას
გასაგებია ეგ რეფორმა, ისიც გასაგებია რომ ხელფასიდან მოხდეს 2%-ს ჩამოჭრა, მე ნებაყოფლობის მომხრე ვარ, მაგრამ თუ სახელმწიფოს სხვებზე ჭკვიანი ჰგონია თავი, ცდილობს რომ მეტნაკლებად ბოლოს პენსიის ასაკში ყველას ქონდეს რაღაც დანაზოგი და ა.შ. კაი ეს გავიგე, დავუშვად არსებობს რაღაც ლოგიკა და გასაგებია.
მაგრამ დამატებით სარგებელს რატო მიბეგრავ და არაფულად სარგებელს, აქ რა ლოგიკა მუშაობს?
მე თუ კომპანია ტრენინგის ფულს მიხდის დავუშვად, ან საწვავის ფულს მაძლევს რაც საწვავში იხარჯება, ეს რა შუაშია პენსიასთან?
ეს იმას ნიშნავს რომ სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს ფულის ამოღებას ხალხისგან და ნებისმიერ შანს იყენებს ამისთვის და რაში აწყობს ხალხისგან მაქსიმალურად ფულის ამოღება და რითი პრავდება ეს?
გასაგებია რომ ის რაც ზევით დავწერე, რომ გინდა დანაზოგი ქონდეთ პენსიონერებს, მაგრამ როდესაც ადამიანს 1000 ლარი აქვს ხელფასი და მაგის 2% უკავებ მაგას ემატება 4% დამსაქმებლის და ბიუჯეტის, ხოდა დაუგროვე მხოლოდ ეგ რაც დაუგროვდება და ეგააა, მაინც ხო გამოუვა საბოლოოდ დანაზოგი და მაინც ხო იმუშავებს რეფორმა?
რა საჭიროა ესე ყულფის წაჭერა და მაქსიმუმის ამოღება? მითუმეტეს ბიუჯეტიც მეტი იხარჯება და ყველანაირად დაძაბულობას ქმნის.
არის ორი ვარიანტი ჩემის აზრით
1. ან მართლა მაგარი ჯიგარი მთვარობა გვყავს და ხალხს იმის შანს აძლევენ რომ მაქსიმალურად მეტი დააგროვოს ბოლოს, და ასევე უფრო მეტი მოგება ნახოს, ვინაიდან იმ დამატებითი სარგებლიდან დაკავებულ 2%-ს, დამსაქმებლის 2%-იც ხო დაემატება და ასევე სახელმწიფოს 2% კიდე. ხოდა ხალხისტვის კარგს აკეთებენ რომ რაც შეიძლება მეტი ფული გაუსამმაგდეთ
2. ან ესენი თავიდანვე პესიმისტურად არიან განწყობილი და იციან რომ 30 წლის მერე ლარი ან იქნება საერთოდ ან არა, ან შეიძლება კუპონი2 მივიღოთ და სიგარეტს რო იყიდიან მაღაზიაში დარჩენილი ხურდით ხალს პენსიებს დაურიგებენ, (როგორც 90-იანებში მოხდა, დღევანდელმა ღორმა ბიზნესმენებმა, მაშინდელმა მუქთახორებმა, მაქინაციებით და ატკატებით სახელმწიფოსგან ისესხეს დიდი ფული მანეთებში, ხალხის დაგროვილი ანებრებიდან. სახელმწიფოს კი ფული აღარ დარჩა ბოლოს ხალხისთვის კუთვნილი ანაბრები რო დაებრუნებინა, მთელი ფული გაასესხეს თავიან ახლობებზე და საკუთარ თავებზე, ხოლო რამდენიმე წელიწადში და თვეებში მანეთი რო მოკვდა და ოფიციალურად კუპონი შემოვიდა, დაწესდა კოეფიციენტი მაგ კუპონის ყოფილ მანეთთან მიმართებაში, ეგ კუპონი რამდენიმე თვეში ტუალეტის ქაღალდი გახდა და ბოლოს 1 პური 250 ათასი კუპონი ღირდა, აი ზუსტად მაგ დროს, იმ ხალხმა ვისაც სახელმწიფოს ვალი ქონდა, ადგნენ და სიგარეტი რო იყიდეს საკომისიო ჯიხურში

3 მილიონად, 5 მილიონი რო მიაწოდა და 2 მილიონი ხურდა დაუბრონეს, მაგ ხურდით ეგ ვალები გადაიხადა და კიდევ ხურდაც მორჩათ მზესუმზირისთვის

), ამიტომ მაქსიმალურად ცდილობენ რომ ხალხისგან რაც შეიძლება ბევრი ფული ამოიღონ, ეს ფული მერე ისევ მაგათმა ისესხონ, ცხოვრება აიწყონ და 30 წლის შემდეგ იგივენაირად მოიქცნენ რაც უკვე ერთხელ გააკეთეს ამ ქვეყანაში.
აბა შე ჩემის თვრამეტიანო, ისედაც საეჭვო რეფორმაა, ისედაც ხალხი უკმაყოფილოა, ისედაც დიდ რისკებს მოიცავს და იმის მაგივრად რომ რარაც მინიმალური ფულის დაბეგვრით დაიწყო ამ რეფორმის განხორციელება, დგახარ და პირველივე დღიდანვე მაქსიმალურის ამოღებაზე ჩალიჩობ.
რავი დაწერეთ აბა რას ფიქრობთ, აქვს რამე გამართლება ამას და მე ვერ ვხვდები თუ ზუსტად თქვენც ისე ფიქრობთ როგორც მე?
თქვას ბიძინამ, მე და ჩემი ოჯახი იქნება ატვიჩაი მაგ რეფორმის ბოლომდე ცატარებაზეო და თუ არ გამოვიდა, ჩემი ქონებიტ გადავიხდი ზარალსო და კი ბატონო. მაგრამ ყველა გატრუნულია და არავის თავის თავზე აღება არ უნდა. ხოდა თუ ესეთი მაგარი რეფორმაა და ესე დარწმუნებული ხარ, აიღეთ პასუხისმგებლობა, რატო არ იღებთ? მთელ ამ რისკებს ისევ ხალხს რო ტენით და ტენით იძულებით
პ.ს.
კი დიდ ფულზე არაა საუბარი თითო ადამიანის შემთხვევაში მეტნაკლებად, გააჩნია ხელშეკრულების პირობებს, მაგრამ საბოლოო ჯამში მილიონებზეა საუბარი.
ჩემის აზრით ეს უნდა შეხებოდა მხოლოდ ხელფას და არა დამატებით სარგებელს, მითუმეტეს არაფულად სარგებელს
This post has been edited by tb-seli on 12 Jan 2019, 02:12