კრიმინალი - ტოლერანტობა თუ განუკითხაობა?„ნულოვანი ტოლერანტობა, ყველა ციხეში!“, – პარლამენტის ტრიბუნიდან მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული ეს განცხადება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარმატებით შეასრულა, რასაც შედეგად მოჰყვა ქუჩაში ადამიანების ჩაცხრილვა, უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრება და ცემა–წამება.
მიუხედავად ამისა, „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ნულოვანი ტოლერანტობა დანაშაულის მიმართ არის სწორი პოლიტიკა და ამან გამოიყვანა ქვეყანა იმ ჭაობიდან. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი სასამართლო, რათა სწორად მოხდეს პირთა ბრალეულობის ან უდანაშაულობის შეფასება.
„ხელისუფლება, რომლის წევრიც მე ვიყავი, რეალურად ებრძოდა კრიმინალს, მაგრამ არ იყო გაკონტროლებული დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ. ეს სერიოზული პრობლემა იყო. წარსულის არანაირ ნოსტალგიაზე საუბარი არ ყოფილა. დღეს პრობლემა ისაა, რომ არც დამოუკიდებელი სასამართლო გვაქვს, კორუფცია იზრდება და არც კრიმინალთან მიდის რეალური ბრძოლა.
ვრცლად...
მიმაგრებული სურათი