#54082898 · 17 Jan 2019, 22:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მხოლოდ რეგისტრაციაა საკმარისი მაღალმთიან დასახლებაში. საკუთთრების გადაფორმება არაფერ შუაშია. იმისთვის, რომ ისარგებლოთ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონით განსაზღვრული შეღავათებით, აუცილებელია გქონდეთ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.
სტატუსის მინიჭებისთვის ფიზიკური პირი განცხადებით მიმართავს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს.
განცხადებას უნდა დაერთოს:
საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; მაღალმთიან დასახლებაში წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტები; ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი; სხვა პირის მიერ განცხადების წარდგენის შემთხვევაში – უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების პირის სტატუსის მისაღებად მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაცია აუცილებელია, სხვა შემთხვევაში პირი ვერ მიიღებს სტატუსს.
|