
ოცნებობთ, გახდეთ 2D მხატვარი ან ილუსტრატორი, ან გსურთ, გააუმჯობესოთ თქვენი საბაზისო მხატვრული უნარები და ისწავლოთ ციფრული ნახატის შექმნის პრინციპები? მაშინ ეს კურსი თქვენთვისაა! გაკვეთილებზე თქვენ ისწავლით, თუ როგორ განავითაროთ თქვენი შემოქმედებითი და სამხატვრო უნარ-ჩვევები ციფრული ხელოვნების სფეროში. სწავლის განმავლობაში განხილულ იქნება ის ინსტრუმენტები, რესურსები და მეთოდები, რაც საჭიროა ციფრული ნახატის შესაქმნელად. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კრეატიულ აზროვნებას და ვიზუალური სახეების ძიებას, კომპოზიციის საფუძვლებს, ფორმისა და ფერის ფსიქოლოგიას, სტილიზაციას, პერსპექტივისა და ობიექტის ვიზუალურ აგებას. სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს დიდი მოცულობით პრაქტიკულ მეცადინეობას, რომლის განმავლობაში თქვენ შექმნით პირად პორტფოლიოს.
კურსის წარმატებულად გავლის შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ დღესდღეობით მსოფლიოში ერთერთი ყევლაზე მოთხოვნადი პროფესიის საბაზისო ცოდნას, რაც სამომავლოდ მოგცემთ საშუალებას სამსახურისგან დამოუკიდებლად მიიღოთ შემოსავალი ინტერნეტის (ფრილანსის) მეშვეობით!
https://www.facebook.com/EduApollo/