დავიწყებ იმით, რომ ამ სამი მოდელიდან არცერთი არ მინდა უკუღმა საჭით.
აუცილებლად მინდა ავტომატიკა.
აუცილებლად მინდა 4 ცილინდრი.
აუდის შემთხვეაში ტურბინით 4 ცილინდრი.
ცლკ აუცილებლად კომპრესორიანი
აირტეკი აუცილებლად ტურბინიანი
წვას რაც შეეხება მეტისმეტად დიდი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ, რომ ძალიან ცოტას დავდივარ, საშუალოდ დღეში გავდივარ 15 კილომეტრს, მაქსიმუმ.
ანუ თვეშI 450 კილომეტრი, მაქსიმუმ 500 გამომივიდეს.
ამიტომ წვას რაც შეეხება ამ 500 კილომეტრზე 50 ლიტრ საწვავს დამიწვავს თუ 45-ს ნამდვილად ვერ გამოვეკიდები იმ 5 ლიტრ ბენზინს თვეში.
კიდევ იმას დავამატებ, რომ კუპე როა ცლკ არანაირად არ მიშლის ხელს.
მინდა ლამაზი იყოს მანქანა და სულპროფილაქტიკაში არ ვიჯდე.
აქედან გამომდინარე სამივე მოდელი მომწონს სილამაზის ამბავში.
არ მინდა 4-ზე მეტი ცილინდრი და გართულებული კაპოტქვეშა სივრცე

რაიონში ვცხოვრობ, აქ კი არა თბილისში ჭIრს ნორმალური ხელოსნის პოვნა, ამიტომ პრობლემურ მანქანებთან ნამდვილად არ მინდა დავიჭირო საქმე.
ფასს რაც შეეხება 2500 დოლარის ფარგლებში.
2000 წლიდან ზევით მინდა აუცილებლად.
აუდი ა4 ბ7 არ მომივა ამ ფასშI ამიტომ ბ6-ზე ვფიქრობ, ტურბინიანი კვადრო უნდა იყოს წინა წამყვანს ვერ ვიტან

აირტეკი ყველამ იცით 2000-2004 წლებშI რაცაა.
ცლკ კიდევ 99-დანაც შეიძლება, რესტაილინგი ცლკ, ძველი კუზაო, ახალი არ მომწონს რატომღაც

მჭირდება რჩევა, ვისაც ჰყავს ან ჰყოლია ზემოთხსენებული მოდელები.
ჩემს მითითებულ ფასში რამდენად რეალური კარგი მანქანის ყიდვა, რა პლიუსები და მინუსები აქვთ, ყიდვისას ძირითადად რას უნდა მივაქციო ყურადღება, მერსედესი მყავს ახლა 1.8 ძრავით 99-იანი ც კლასი შარლოტა, შავი, ხოდა შავ ფერს არ ვიყიდი აღარასდროს, მირჩევნია თეთრი, ვერცხლისფერი ღია ფერი ანუ.
საორიენტაციო წვაც იქნებ მითხრათ საშუალოდ ტრასაზე რას წვავს თითოეული მათგანი.