უგულავას გაცემული რა ინსტრუქციების შესრულება დაიწყო "ნაცმოძრაობამ"?"ალიას" ესაუბრება ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გაგნიძე:
ბატონო ზურაბ, მითხრეს, თქვენს უნივერსიტეტში უცნაური მოძრაობები დაწყებულა. რა ხდება?
- ის, რომ სერგო რატიანს შემოუთვალა გიგი უგულავამ ციხიდან, ახალგაზრდების გადმობირების საქმეს მიხედეო, არ ყოფილა ჩემთვის უცნაური, რადგანაც ადრეც ავალებდნენ მას ამდაგვარ რამეს. როცა თევზაძე ჯერ კიდევ უცხო ენათა ინსტიტუტში იყო, მაშინ რატიანი ხშირად ეკონტაქტებოდა აქტიურ სტუდენტებს, რომლებიც თავისი აქტიურობით გამოირჩეოდნენ და ამ სტუდენტებს მოიაზრებდა შემდგომში დასაყრდენად, ზოგს საზღვარგარეთ უშვებდა, ანუ თავისებურად კარიერას უწყობდა და აქედან გამომდინარე, იმის თქმა მინდა, რომ რატიანს საამისო გამოცდილება აქვს და გიგი უგულავამ ეს მშვენივრად იცოდა, როცა თავის წერილში სტუდენტების გააქტიურებისკენ მოუწოდა. ამიტომ ახლა ეს დავალება რომ მიიღო, ცხადია, ძველ მეთოდიკას გამოიყენებს რატიანი. კი ჰყავთ ისედაც თავისი მომხრეები, მაგრამ ახლა დაწყებულია, სტუდენტობის გადაბირების კიდევ ერთი ეტაპი და ეს ხდება ანგარებით. ამ ანგარებაში კი შედის არა მარტო თანხა, რაც არაა გამორიცხული, არამედ კურსიდან კურსზე გადაყვანა, ნიშნის დაწერა, გამოცდების ჩაწყობა, დამთავრება, სწავლის ფულის გადავადება, მერე უცხოეთში გაგზავნა, მაგისტრატურაში დატოვება, დოქტორანტობა და ყველაფერ ამას აკეთებენ სტუდენტების გადასაბირებლად. ასეთ კატეგორიაზე მუშაობენ და ნაწილი ახალგაზრდებისა გადაიბირეს კიდეც, თუმცა, ჩემი დაკვირვებით, ამ ახალგაზრდებს სხვა აზრი აქვთ, და აშკარად ჩანს, რომ ისინი უფრო ანგარებით ემორჩილებიან. თუ ვინმე მათ გადასახადებს გადაუხდის, ან გაუნახევრებს, რატომაც არა? თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ დაპირების დონეზე ხდება საუბარი.
რატიანის გარდა ამ საქმეში ვინ არის ჩართული, კიდევ ვინ მონაწილეობს?
ვრცლად...
მიმაგრებული სურათი