32%-იანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქციაზე - რა შემოსავალი აქვს „ავერსის“, „პსპ-სა“ და „ჯიპისის“როგორც ცნობილია, სავალდებულო ფინანსური აუდიტი კომპანიების ნაწილმა უკვე გაიარა. მათ შორის არის ფარმაცევტული სექტორის მონაწილე სამი კომპანია - „ავერსი“; „პსპ“ და „ჯიპისი“. როგორც ფინანსური ანგარიშგებებიდან ირკვევა, სამივე კომპანია 1-ელ კატეგორიაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულის აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს; შემოსავალი 100 მილიონ ლარს; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 250-ს აღემატება.
შპს „ავერსი-ფარმა ჯგუფის“ მოგება დაბეგვრამდე გასული წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 22 629 000 ლარი; შემოსავალი კი ჯამში, 366 150 000 ლარი იყო. მათ შორის, კომპანიამ შემოსავლის სახით წინა წელს, პროდუქციის საცალო რეალიზაციიდან 217 906 000 ლარი; საბითუმო რეალიზაციიდან - 46 317 000 ლარი; სამედიცინო მომსახურებიდან კი 96 894 000 ლარი მიიღო. ამასთან, საანგარიშო პერიოდში კომპანია ფლობდა 368 632 000 ლარის აქტივებს.
შპს „პსპ ფარმა ჯგუფს“, ანგარიშგების თანახმად, გასული წლის ბოლოს, კომპანია 290 986 000 ლარის მოცულობის აქტივებს ფლობდა; ამასთან, მისი წლიური ამონაგები 477 265 000 ლარი; საოპერაციო მოგება 34 240 000 ლარი; ხოლო მოგება დაბეგვრამდე 33 097 000 ლარი იყო. რაც შეეხება შემოსავლებს, „პსპ ფარმა ჯგუფის“ შემოსავალმა საცალო რეალიზაციიდან - 322 761 000 ლარი; საბითუმოდან - 119 092 000 ლარი; სამედიცინო მომსახურებიდან კი 34 466 000 ლარი შეადგინა.
„ჯიპისის“ შემოსავალმა კი წინა წელს, ფარმაცევტული პროდუქტების გაყიდვებიდან - 450 315 000 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ანგარიშგებაში კომპანიას ამ პროდუქტების თვითღირებულებაც აქვს მითითებული, რაც - 340 315 000 ლარი იყო. შესაბამისად გამოდის რომ, ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქტებზე 110 მლნ ლარს ანუ 32%-ს შეადგენს. ამასთან, კომპანიის საერთო მოგება - 37 319 000 ლარი, დაბეგვრამდე მოგება კი - 37 384 000 ლარი იყო.
https://www.bpn.ge/article/32-iani-pasnamat...-sa-da-jipisis/
Don't be that guy , just don't ....