"კახი გამოქანებულის" "იუმორი" და მგლოვიარე საქართველოქვეყანაში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენების პარალელურად ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები არასერიოზულ განცხადებებს აკეთებენ. ერთ-ერთი სკანდალური თემა თბილისის მერის კახი კალაძის “გამოქანების“ მოწოდება გახდა.
კალაძემ ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ჰოლანდიიდან, “ნაციონალურ მოძრაობის” წევრს ლევან ხაბეიშვილსა და “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერს შალვა ნათელაშვილს კი მთაწმინდიდან გამოქანება ურჩია.
"თქვენ ალბათ, მთაწმინდა იცით. სატელევიზიო ანძა იცით, ისიც იცით, რომ რეაბილიტაციის პროექტს ვახორციელებთ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ იქ გამოსაქანებელ ადგილს ვაფართოვებთ და შეუძლიათ, ეს ადამიანები აბრძანდნენ იქ და გამოექანონ... ნუ მიშას არ გამოუვა, მაგრამ მას შეუძლია, ჰოლანდიიდან გამოექანოს", - განაცხადა კალაძემ.
ვრცლად...
მიმაგრებული სურათი