„ქვეყანაში იმდენი ვიხმაურეთ ღორის გრიპზე, პოსტსაბჭოთა სივრცე თავს იკავებს ჩვენთან სტუმრობისგან“ქვეყნის ხელისუფლება დღენიადაგ იმაზე საუბრობს, რომ ტურიზმი განვითარების უმაღლეს საფეხურზეა და ვიზიტორთა ნაკადი მუდმივად მზარდია. არსებობს შესაბამისი სტატისტიკური მონაცემებიც, რომელიც ადასტურებს რეკორდულ მაჩვენებლებს ეკონომიკის ამ დარგში.
აქედან გამომდინარე, თითქოს ტურიზმის სფეროში არავითარი პრობლემა არ უნდა არსებობდეს და მხოლოდ წინსვლით უნდა ვიწონებდეთ თავს, თუმცა ეს მთლად ასეც არ ყოფილა. 2019 წლის დასაწყისშივე გამოჩნდა, რომ ამ კუთხითაც გაჩნდა პრობლემები და ეს პირველ რიგში სასტუმროების ბიზნესს შეეხო. გაირკვა, რომ იანვარ-თებერვალში, თბილისში სასტუმროების დატვირთულობის კოეფიციენტი 10%-ითაა შემცირებული.
ამან რასაკვირველია, მყისიერი გავლენა მოახდინა ფასებზეც. როგორც კი მოთხოვნამ იკლო, მაშინვე დაიწყო ტარიფების შემცირება და ახლა დაახლოებით, 15%-ითაა შემცირებული მომსახურების ფასებიც. ამ ინფორმაცია ადასტურებს სასტუმროების მენეჯერი შალვა ალავერდაშვილი....
ვრცლად...
მიმაგრებული სურათი