#54094452 · 20 Jan 2019, 12:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნერვოზის მწვავე ფორმა მეთვითონ დავარქვი ჩემს მდგომარეობას.
მე ძირითადად მაწუხებს ოფლიანობა ხელის და ფეხის გულებზე. თითებს შუა ადგილები ხელს ვგულისხმობ ხშირად მექავება. ასევე მაქვს შეციება-წამოხურებები, რაც რამდენიმე წუთს გრძელდება. ამავდროულად ეს უკანასკნელნი ძირითადად ძილის დროს მაწუხებს და მირღვევს ძილის რიტმს. დღე ასე ვთქვათ ვახერხებ თავის კონტროლს , მაგრამ ღამე თითქოს ქვეცნობიერი ნერვიულობს რაღაცაზე (( მაქვს უიმედობის განცდა და მგონია, რომ არაფერი გამომივა და არც ჩემს სიცოცხლეს არ აქვს აზრი :ხხხ
პლიუს ამას მაქვს წნევა 80-40. მაღიზიანებს ოფლიანობა !!! ორი კვირაა ვსვამ წამლებს ფიტორემს, ცენტრალ ბ-ს და კალცი ქეარ-ს. შედეგი ის მაქვს, რომ ტუჩები მიბრუჟდებოდა და აღარ მიბრუჟდება, ძილი ძალიან მიჭირდა დღე-ღამეში ორი-სამი საათი მეძინა (თან ფხიზელი ძილი მაქვს) და ახლა საკმაოდ ნორმალურად მძინავს(არა გადასარევად). სახლიდან გასვლა და გარეთ მოძრაობა იმიტომ არ მინდა, რომ წამოხურება და ოფლიანობის შეგრძნება მიქმნის დისკომფორტს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ როცა გარეთ ვარ ვიყო მაქსიმალურად კომფორტულად ჩაცმული და ა.შ. ჩემთვის შემაწუხებელი არის უმთავრესად ეს წამოხურება შეციება. ნუ , რა თქმა უნდა, უიმედობის განცდაც მაქვს და ჩემი განვითარების პერსპექტივას ვერ ვხედავ. მინდა ხალხთან ურთიერთობა მაგრამ ეს იმდენად კონკრეტული გარემო და სიტუაციაა რომ ყველა შემთხვევაში თავს კარგად ვერ ვგრძნობ და ვეძებ მიზეზს, რომ იქიდან წამოვიდე და წავიდე არა სხვაგან, არამედ სახლში, სადაც ვიცი, რომ ოფლიანობა შემაწუხებს, ფიქრებიც, მაგრამ სახლში ვარ და *ნიჩიო*, დავიკიდებ. ოღონდ ეს ის დაკიდება არაა, რომ არ ვინერვიულებ და არ განვიცდი. თავისუფალი მაქვს დრო ყოველ დღე საღამოს 6-მდე. ვფიქრობ სირბილის დაწყებასაც. თქვენ რა აქტივობას მირჩევთ? დარწმუნებული ვარ, რომ მთელი დღე თუ დაკავებული ვიქნები, კარგად ვიქნები, მაგრამ სამსახური ვერ ვნახე (( პ.ს სანამ მოვიდოდი ამ მდგომარეობამდე, მქონდა პატარ-პატარა ნიშნები, მაგ: უმნიშვნელო წამოხურება-შემცივნება, უძილობა (ეს გამოწვეული იყო ოჯახის წევრის ავადმყოფობით, რომელსაც მუდმივი ყურადღება ჭირდებოდა, თუმცა ეს იყო 5 წლის წინ.) დაემატა პატარ-პატარა პრობლემები: უნივერსიტეტში სწავლასთან დაკავშირებული, რაც ძალიან განვიცადე, სირთულეები სიყვარულში, რამაც ასევე ძალიან იმოქმედა, არასტაბილური ფინანსური მდგომარეობა და ა.შ.
რას მირჩევთ, თუ გსმენიათ მსგავსი პრაქტიკის შესახებ (იმედი მაქვს არ გამოგიცდიათ)
|