#54209280 · 11 Feb 2019, 23:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
როგორც მე ვიცი ებრაელები დღევანდელ პერიოდში ელოდებიან მესიას, მაგრამ ეს შეუძლებელია... მესია 1 საუკუნეში უნდა დაბადებულიყო ,ღვთის წინასწამეტყველების მიხედვით , და ელოდნენ კიდეც იმ პერიოდში , იოანე ნათლისმცემელსაც ეკითხებიან, შენ ხომ არ ხარო მესია. მაგრამ არ მოეწონათ იესო, და შესაბამისად არ მიიღეს როგორც მესია ... და რატომ არის შეუძლებელი რომ დღეს გამოჩნდეს მესია ? იმიტომ რომ მესია , წინასწამეტყველთა ნათქვამით უნდა იყოს დავით მეფის შტოდან, ეს არის ერთ ერთი მთავარი ამოსაცნობი ნიშანი .. 1 საუკუნეში ებრაელებს ქონდათ საგვარეულო ნუსხები , და ყველამ იცოდა , ვინ ვისი საგვარეულოდან იყო , მაგრამ ჩვენი წელთა აღრიცხვით 70 წელს, რომაელებმა აღგავეს მიწისაგან პირისა იუდეა, და ამავე დროს განადგურდა მათი საგვარეულო ნუსხებიც... ასე რომ დღეს რომ თქვან რომ მესია გამოჩნდაო ვერანაირად ვერ დაამკიცებს ვერავინ, რომ ის დავითის შტოდან არის. (ცნობისათვის წარსულში ბაბილონელებმაც გაანადგურეს ღვთის დაშვებით იერუსალიმი , და გადაწვეს ტაძარი , მაგრამ მაშინ ღმერთმა იზრუნა , რომ საგვარეულო ნუსხები არ განადგურებულიყო , რადგან მესია უნდა მოვლენილიყო იუდა შტოდან, და უნდა ყოფილიყო მეფე დავითის პირდაპირი შთამომავალი)
|