| #54104994 · 22 Jan 2019, 15:29  ·  · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი 
  საქართველოს ენერგოომბუდსმენის სალომე ვარდიაშვილის თქმით, გაჟონვის დროს ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ ცუდად არიან. გთავაზობთ მის შვიდ რჩევას, რომელიც გაზის მოხმარების დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.............
 [B]1- დეტექტორის შეძენა (ფასი 20-დან 50 ლარამდე) და სამზარეულოში დამონტაჟება;
 
 2 -არ იყოს სახლში ყველა ფანჯარა ბოლომდე დახურული;
 
 3- სახლის განიავება;
 
 4- ყველა საეჭვო შემთხვევაში, როცა შესაძლებელია სადარბაზოში ან სახლში აირი ჟონავდეს, – გაზგამანაწილებელი კომპანიის საავარიო სამსახურისთვის მიმართვა. თუ არ მოვლენ შეთანხმებულ დროს დარეკეთ ხელახლა, იმდენჯერ, სანამ რეაგირება არ მოხდება;
 
 5- საავარიო სამსახურის თანამშრომლებს შეამოწმებინეთ ყველა საეჭვო ადგილი. სუნის არსებობის შემთხვევაში გამოიძახეთ ხელახლა;
 
 6- გაზზე მომუშავე დანადგარების დაყენებისას გამოიძახეთ პროფესიონალი ხელოსნები;
 
 7- გამოცვალეთ გაზის ხელსაწყოების შიდაწვის კამერები, თუ ამის რეკომენდაცია არსებობს.[B]
 
 --------------------
 
 მიზეზის გარკვევამდე განაჩენი მხოლოდ ხისთავიანებს გამოაქვთ !!! |