#54104994 · 22 Jan 2019, 15:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საქართველოს ენერგოომბუდსმენის სალომე ვარდიაშვილის თქმით, გაჟონვის დროს ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ ცუდად არიან. გთავაზობთ მის შვიდ რჩევას, რომელიც გაზის მოხმარების დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ............. [B]1- დეტექტორის შეძენა (ფასი 20-დან 50 ლარამდე) და სამზარეულოში დამონტაჟება;
2 -არ იყოს სახლში ყველა ფანჯარა ბოლომდე დახურული;
3- სახლის განიავება;
4- ყველა საეჭვო შემთხვევაში, როცა შესაძლებელია სადარბაზოში ან სახლში აირი ჟონავდეს, – გაზგამანაწილებელი კომპანიის საავარიო სამსახურისთვის მიმართვა. თუ არ მოვლენ შეთანხმებულ დროს დარეკეთ ხელახლა, იმდენჯერ, სანამ რეაგირება არ მოხდება;
5- საავარიო სამსახურის თანამშრომლებს შეამოწმებინეთ ყველა საეჭვო ადგილი. სუნის არსებობის შემთხვევაში გამოიძახეთ ხელახლა;
6- გაზზე მომუშავე დანადგარების დაყენებისას გამოიძახეთ პროფესიონალი ხელოსნები;
7- გამოცვალეთ გაზის ხელსაწყოების შიდაწვის კამერები, თუ ამის რეკომენდაცია არსებობს.[B]
--------------------
მიზეზის გარკვევამდე განაჩენი მხოლოდ ხისთავიანებს გამოაქვთ !!!
|