საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, 2016, 2017 და 2018 წელს გაცემული ხელფასის რაოდენობამ 32 091 027 ლარი შეადგინა.
2016 წელს, ქართული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, ხელფასების სახით თანამშრომლებს 9 843 654 ლარი გადაუხადა, 2017 წელს – 11 597 373 ლარი, ხოლო 2018 წელს – 10 650 000 ლარი.
დოკუმენტი, რომელიც საინფორმაციო სააგენტო Recorder-მა მოიპოვა, თავად ფეხბურთის ფედერაციის მიერ არის შედგენილი და ის, ბოლო ყრილობაზე, ფედერაციის სუბიექტებს დაეგზავნათ. მიუხედავად ამისა, ფეხბურთის ფედერაციის ხარჯებზე, 18 ივლისს ჩატარებულ ყრილობაზე, სფფ-ს არცერთ სუბიექტს კითხვა არ დაუსვამს.
2016 წელს სფფ-ს შემოსავლებმა 23 723 909 ლარი შეადგინა.
აქედან:
7 796 398 ლარი – შემოსავალი რეალიზაციიდან
6 895 660 ლარი – სახელმწიფო დაფინანსება
საერთაშორისო ორგანიზაციების გრატნები:
6 035 908 ლარი – უეფა
2 121 093 ლარი – ფიფა
874 850 ლარი – კლუბების საწევროები
2016 წელს ფეხბურთის ფედერაციას ფეხბურთის განვითარების ფონდიდან დაფინანსება არ მიუღია.
2016 წელს მიღებული შემოსავლებიდან, 9 843 654 ლარი ფეხბურთის ფედერაციამ ხელფასებზე დახარჯა, ეროვნულ და სხვა ნაკრებებზე – 5 112 651 ლარი.
სულ, 2016 წელს მიღებული შემოსავლების ხარჯთაღრიცხვა ასეთია:
ხელფასი – 9 843 654 ლარი
ნაკრებების ხარჯები – 5 112 651 ლარი
რეგიონალური ფედერაციები და უწყებანი – 560 712 ლარი
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მხარდაჭერა-პრიზები – 600 000 ლარი
სესხის პროცენტი – 748 707 ლარი
ბანკის მომსახურების პროცენტი – 22 531 ლარი
მივლინების ხარჯები – 141 128 ლარი
კომუნალური ხარჯები – 519 555 ლარი
სამეურნეო – 389 853 ლარი
გადასახადები – მიწა, ქონება – 190 479 ლარი
ცვეთა და ამორტიზაცია – 2 832 497 ლარი
წარმომადგენლობითი ხარჯები – 130 471 ლარი
სანოტარო, მთარგმნელობ.აუდიტორული – 205 065 ლარი
ფიფა უეფას მიერ დარიცხული ჯარიმები – 14 745 ლარი
კომიტეტის სხვა ხარჯები – 492 631 ლარი
სხვა ხარჯები – 608 789 ლარი
ძირითადი საშუალებების მშენებლობა/პროექტირების ხარჯი – 2 076 259 ლარი
განვითარების ფონდის დაფინანსების ხარჯი – 0
სულ ხარჯები: 24 489 727 ლარი
მოგება ზარალი: (-) მინუს 765 818
მოგების გადასახადი საგადასახადო კოდექსის მიხედვით – 321 922 ლარი
სულ წმინდა მოგება-ზარალი – (-) მინუს 1 087 740 ლარი
ვინაიდან, სფფ-მ 2016 წელს შემოსავალი 23 723 909 ლარი მიიღო, ხოლო გაწეულმა ხარჯმა 24 489 727 ლარი შეადგინა, წელი მინუსებში დაასრულა. მოგების გადასახადმა 321 922 ლარი შეადგინა, ზარალმა კი – მინუს 1 087 740 ლარი.
2016 და 2018 წლებისგან განსხვავებით, ფეხბურთის ფედერაციამ უფრო სოლიდური შემოსავალი მიიღო 2017 წელს, რომელმაც ჯამში 38 625 980 ლარი შეადგინა. შემოსავლის მსგავსად, მაღალი იყო გაცემული ხელფასების რაოდენობაც და წლის ბოლოს – ზარალიც.
ვრცლად წაიკითხავთ აქ:
http://recorder.ge/2019/01/30/fexburtis-fe...027-lari-gasca/