რამდენიმე წუთის წინ, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძე დააკავეს.
დღეს, საქალაქო სასამართლოში, მოჭიდავე ზურა დათუნაშვილი გამოიკითხა, რომლის მიმართაც, 11 იანვარს, სპორტის სასახლეში ფედერაციის პრეზიდენტმა ფიზიკური ძალადობა განახორციელა.
დღესვე, სასამართლოს წესით უნდა დაკითხულიყო გეგეშიძე, თუმცა ცნობილი გახდა, რომ მას საბურთალოს პოლიციის სამმართველოში დაკითხავდნენ. რამდენიმე საათიანი გამოკითხვიის შემდეგ, გამოძებამ გეგეშიძის დაკავების გადაწყვეტილება მიიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო 11 იანვარს მომხდარ დაპირისპირებას 126-ე, ძალადობის მუხლით იძიებდა.
http://recorder.ge/2019/01/22/widaobis-fed...esize-daakaves/