იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ “ლიბერალზე” გასული წლის მაისში გამოაქვეყნა ბლოგი – “სიკვდილით სავსე ქალაქი“, რომელიც სხვა ბევრ ტრაგედიასთან ერთად, გუშინ, 16 იანვარს, დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასაც ეხმაურება.
“მეტრონომი” გთავაზობთ ამონარიდს:
“ჩაიცვით საუკეთესო ტანსაცმელი. კარგად დახედეთ ბავშვებს და ჩაეხუტეთ. მოიკითხეთ დედა. დაურეკეთ მეგობრებს. გადახედეთ სახლის საბუთებს, ხომ წესრიგშია. თქვენ მალე მოკვდებით…
…აი, ამდენი ხანი ცენტრალური გათბობის ფული რომ ვერ შეგიგროვებიათ, თქვენი ძველი გაზის გამათბობელი ერთხელაც გაჟონავს და მთელი დილის რეკვის შემდეგ თქვენი მეგობრები შუადღისას გაზისაგან გაგუდულს გიპოვიან, სახლში მშვიდად მძინარეს. ან კიდევ სახლს სახანძრო კიბე ამოშენებული ექნება, ან არ ექნება საერთოდ და გაუმართავი ელექტრობის გამო დაწყებულ ცეცხლს ვერ გაექცევით. შეიძლება ასეც არ მოხდეს, შეიძლება უბრალოდ საბანაოდ ჩახვიდეთ და არავინ გაგაფრთხილოთ, რომ იმ ადგილას მცოცავი ქვიშები იცის და ბანაობა საშიშია. შემდეგ რამდენიმე დღე გეძებონ და გარდაცვლილი გიპოვონ. ან გააფთრებულმა ყოფილმა მამამთილმა შეიძლება მოგკლათ, ან გადამტერებულმა მეწილემ.
https://metronome.ge/%E1%83%90%E1%83%9C%E1%...83%9D%E1%83%99/ფაქტიურად ვანგაა ანა დოლიძე
მიყვარს ასეთი ქალები „ჭკვიან“ სახეს რომ დაიყენებენ
და მარტივ აქსიომას გიმტკიციბენ

ეხლა გამოხტება ვიცი კიდევ ერთი ჭკვიანი და დამიწყებს მტკიცებას
წარმატებულ ქალებს ვერ იტანო
არა ბატონო, წარმატებულებს ვიტან
დებილ „წარმატებულებს“ ვერა

ვერც კაცებს
This post has been edited by shaqro telavski on 17 Jan 2019, 12:59