დედაქალაქის მერის კახა კალაძის ქონებრივი დეკლარაცია გამოქვეყნდა. დოკუმენტი 2018 წლის განმავლობაში მისი ოჯახის ქონებრივ მდგომარეობას ასახავს.
დეკლარაციის მიხედვით, კალაძემ 2018 წლის განმავლობაში საკუთარ ავტოკოლექციას რამდენიმე ავტომობილი შემატა, რაშიც მთლიანობაში 500,000 ლარამდე დახარჯა.
ქალაქის მერის მიერ შეძენილ ავტომობილებს შორის მოხვდა 1985 წელს გამოშვებული GAZ24-იც (ვოლგა), რომლის ღირებულებაც 2500 დოლარია.
კახა კალაძის მიერ შეძენილი ავტომობილების ჩამონათვალი:
TOYOTA CAMRY (გამოშვების წელი 2018) - 66,116 ლარი;
TOYOTA LAND CRUISER 200 (გამოშვების წელი 2018) - 164,054 ლარი;
FIAT 500 ABARTH (გამოშვების წელი 2017) - 21,000 ევრო;
BRABUS ULTIMATE 125 (გამოშვების წელი 2017) - 47,000 ევრო;
GAZ24 (გამოშვების წელი 1985) - 2500 დოლარი.
დეკლარაციის მიხედვით, კალაძემ რამდენიმე ავტომობილი გაყიდა, მათ შორისაა FERRARI GTO-ც, რომელშიც დედაქალაქის მერმა 550,000 ევროს შემოსავალი მიიღო.
კახა კალაძის მიერ გაყიდული ავტომობილიები:
MERCEDES-BENZ V 250 BLUETEC (გამოშვების წელი 2015) - 50,000 დოლარი;
MERCEDES BENZ AMG GTS (გამოშვების წელი 2015) - 90,000 ევრო;
FERRARI GTO (გამოშვების წელი მითითებული არაა) - 550,000 ევრო;
BENTLEY CONTINENTAL (გამოშვების წელი მითითებული არაა) - 70,000 დოლარი.
დედაქალაქის მერმა ქველმოქმედებაში 330,000 ლარი დახარჯა. ასევე 249,000 ევრო დახარჯა კალაძემ ტანსაცმელის, ფეხსაცმელისა და აქსესუარების შეძენაზე.
მერის ხელფასი გასულ წელს 38,160 ლარი იყო.
http://www.bm.ge/ka/article/2018-wels-kaxa...uot-iyida/29450