ინციდენტი ყარაღანდის ოლქში 1 იანვარს მოხდა, რა დროს რესტორან „ძველ რომში“ მომხდარი ჩხუბის შედეგად 23 წლის კაცი მოკლეს.
ძებნაში გამოცხადებულმა ეთნიკურად სომეხმა გურურიანმა სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა სადაც ამბობს, რომ მას 23 წლის ახალგაზრდა არ მოუკლავს.
„პირველ რიგში, ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს. მე არავინ მომიკლავს. იმ საღამოს ჩხუბში ვმონაწილეობდი, მაგრამ არავინ მომიკლავს. მზად ვარ, ყაზახეთის ხელისუფლებას ჩავბარდე, თუმცა უსაფრთხოებას და გამჭვირვალე გამოძიებას ვითხოვ. მზად ვარ, პასუხი ვაგო საკუთარ ქმედებაზე, მაგრამ სხვის ცოდვას ვერ ავიღებ, არ ვარ მკვლელი“,-თქვა მიმართვაში ძებნილმა.
ამ მიმართვის შემდეგ პოლიციამ გურურიანის სავარაუდო ადგილსამყოფელის მისამართზე გავიდა, თუმცა ამ დრომდე მათთან კონტაქტზე არავინ გასულა.
პარალელურად კი, ოლქში ფაქტმა პროტესტი გამოიწვია. ადგილობრივები სომხების გაძევებას ითხოვენ. შეკრებილები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.
7 იანვარს ყაზახეთის და სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრებმა სატელეფონო საუბარი გამართეს, რომლის მსველობისას შეთანხმდნენ, რომ მომხდარისთვის ეთნიკური ელფერის მიცემა მიუღებელია.
მომხდარს ასევე სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი გამოეხმაურა. მისი თქმით, ყარაღანდაში მომხდარი ინციდენტი ეთნიკური ხასიათის არ არის.
https://pia.ge/post/241663-yazexebi-qveynid...EuRy50en7Y3_R80