

თემა ეხება ფოტოშოპს, ხელსაწყოს ფოტოგრაფიულ სამყაროში გამოსაყენებლს (და არა როგორც ფოტოშოკს), ძირითადად ფოტოგრაფების ან ფოტომანიპულატორების მიერ.
ბევრჯერ მქონია სურვილი პირადად, გამეკეთებინა ფოტოშოპის შემსწავლელი ვიდეო-ტუტორიალები და ასევე ციფრულ ფოტოგრაფიასთან მიდგომის პატარ-პატარა ტუტო-რჩევები,
თუმცა, რამდენჯერაც შევუდექი ამ საქმის დაწყებას, მივადექი ბარიერს, რომელსაც გვერდს ვერ ავუვალთ... ან უნდა გადააცოცდე, ან გაანგრიო, ანდაც კიბე მიადგა.
ეს ბარიერი გახლავთ ქართული ენის სიმწირე ტექნოლოგიური თვალსაზრისით, რაც ძალიან გვეხმარება ნებისმიერი ტექნოლოგიური საკითხისადმი ვიყოთ გულგრილნი და დავრჩეთ ასეთივე.
ჩემი აზრით, ახალი ქართულის შექმნა არ აწყენდა ქართველ საზოგადოებას (თუ კი ძველქართული გვაქვს? ახალმა რა დააშავა? ან რას დააშავებს?)
ასე რომ, დავუბრუნდეთ თემას და დიჯიტალ ფოტო-ედიტინგ სოფტვერს შევხედოთ, რეალურად, მისი ძირეული შესაძლებლობების უკეთ და ნათლად დასანახად:
გავუზიაროთ ერთმანეთს ცოდნა, არათუ როგორ მოვაშოროთ ფერიჭამია ფოტოზე ასახულ შუბლს ან ნაკვთები როგორ დავუხვეწოთ სუბიექტს, არამედ სხვა დანარჩენი, უსაზღვრო შესაძლებლობები, პატარ-პატარა ტიპებისა და ტრიკების სახით.
მოგესალმებით ფოტო-სამყაროში!
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
Quick Tip ---> Most parameters (if not all) set on your camera while taking a picture can be read in Photoshop CC
This post has been edited by ZKh.design on 24 Jan 2019, 14:52